მნიშვნელობა: ილიაუნის ბიბლიოთეკის რესურსისა და სერვისების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, ხელს შეუწყობს როგორც სტუდენტებს, ასევე მკვლევარებსა და აკადემიურ პერსონალს დამოუკიდებლად, სწრაფად და იოლად მოიძიონ მათთვის საინტერესო სასწავლო და სამეცნიერო წიგნები, სტატიები, ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალა;

ინფორმაციული რესურსების აქტიურ გამოყენება და მათ სოციალიზაცია კი, თავის მხრივ უზრუნველყოფს სწავლება-სწავლის პროცესის გაუმჯობესებასა და კვლევითი საქმიანობის ხარისხის ამაღლებას.

მიზანი: საბიბლიოთეკო რესურსებისა და სერვისების პრაქტიკული გამოყენება  სასწავლო და კვლევითი პროცესების გაუმჯობესების მიზნით.

ხანგრძლივობა: 1 სთ

დრო: ყოველი კვირის სამშაბათი, 12:00 – 13:00 და 16:00 – 17:00

შინაარსი:

  1. საბიბლიოთეკო სერვისები
  2. ელექტრონული კატალოგი და მისი გამოყენების სპეციფიკა
  3. ელექტრონული ბიბლიოთეკა და საცავები
  4. სამეცნიერო ელექტრონული ბაზები

ჩატარების ადგილი: ჩოლოყაშვილის 3/5, E კორპუსი, მეორე სართული, ბიბლიოთეკის ილიას დარბაზის შეხვედრების ოთახი.

ტრენინგზე დასასწრებად, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus