2013 წლის 1 მაისიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გაძლევთ შესაძლებლობას, ისარგებლოთ Thomson Reuters-ის მონაცემთა ბაზის  მნიშვნელოვანი პროდუქტით:  Journal Citation Reports.

აღსანიშნავია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გახლავთ Thomson Reuters-ის მონაცემთა ბაზის ერთადერთი ავტორიზებული მომხმარებელი საქართველოში.

Journal Citation Report გვთავაზობს მსოფლიოს წამყვანი ჟურნალების სისტემურ, ობიექტურ და კრიტიკულ შეფასებას ციტირების მონაცემების საფუძველზე. სტატიებში წყაროების მითითებების ციტირებებზე დაყრდნობით, ჟურნალების ციტირების მონაცემების (JCR) ბაზა ზომავს ჟურნალების კვლევით მნიშვნელობასა და იმპაქტს, აჩვენებს მიმართებას ციტირებულ ჟურნალსა და იმ ჟურნალებს შორის, სადაც ხდება ციტირება.

ჟურნალის ციტირების მონაცემების ბაზა იძლევა შესაძლებლობას:

  •  ბიბლიოთეკარებისათვის: დაასაბუთონ და შეაფასონ ბიბლიოთეკის კვლევითი ინვესტიციები.
  •  ავტორებისა და რედაქტორებისათვის: მოახდინონ მათთვის ყველაზე უფრო შესაფერისი გავლენიანი ჟურნალის იდენტიფიცირება სტატიის გამოსაქვეყნებლად.
  •  მკვლევრებისათვის: მოიძიონ საკითხავი ლიტერატურა შესაბამის სფეროში.
  •  ინფორმაციის ანალიტიკოსებისათვის: გამოავლინონ ბიბლიომეტრული მოდელები და ციტირების ტენდენციები.

ასევე გაცნობებთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის ბიბლიოთეკაში ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს Thomson Reuters-ის მონაცემთა ბაზითა და ყველა იმ რესურსით, რომელსაც ფლობს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა.

Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus