ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გაძლევთ შესაძლებლობას, 6 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, დაესწროთ მსოფლიოში აღიარებული საინფორმაციო რესურსების მომწოდებელი კომპანიის – „Thomson Reuters” – ორგანიზებით გამართულ ტრენინგს თემაზე:  Information Tools for a Modern Scholar: The Web of Science and Related resources. ტრენინგს გაუძღვება “Thomson Reuters”-ის  სამეცნიერო-საგანმანათლებლო კვლევების დეპარტამენტის სპეციალისტი, ბნ. ვალენტინ ბოგოროვი (Mr. Valentin Bogorov). ტრენინგი გათვლილია უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისათვის, დოქტორანტურის/მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისა და ყველა დაინტერესებული პირისათვის, ვინც გეგმავს სამეცნიერო ნაშრომზე მუშაობას და მის გამოქვეყნებას. ტრენინგზე დასწრების მსურველთათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა, რომელიც მოცემულია შემდეგ ბმულზე.

დრო: 6 მაისი, 17:00-19:00 საათი
ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1)
სამუშაო ენა: ინგლისური

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: library@iliauni.edu.ge

Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus