The Royal Society” არის დღეისათვის მოქმედი ერთადერთი საზოგადოება, რომელიც ჩამოყალიბდა 1660 წელს, მეფე ჩარლზ მე-2-ს ეგიდით. მისი შექმნის იდეა წარმოიშვა მეცნიერების ხელშესაწყობად და მისი როლის ასამაღლებლად იმდროინდელ საზოგადოებაში. დღეისათვის საზოგადოება მოქმედებს როგორც ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალური მრჩეველი. 1665 წელს საზოგადოებამ მსოფლიოს წარუდგინა მეცნიერებისათვის მიძღვნილი პირველი ჟურნალი. ასე ჩამოყალიბდა საზოგადოების გამომცემლობა “The Royal Society Publishing”. საზოგადოება ასევე პირველი იყო ექსპერტული რეფერირების პროცესის დანერგვაში, რომელიც დღეისათვის ასე ფართოდ გამოიყენება მსოფლიო მაშტაბით. მან მნიშვნელოვანი როლი  ითამაშა მრავალ ფუნდამენტურ აღმოჩენებში, განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მეცნიერების ისტორიის განვითარებაში და დღემდე აგრძელებს მსოფლიოს გაოცებას განსაკუთრებული მიღწევებით.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გამოიყენოს “The Royal Society”-ს ონლაინ ჟურნალები, რომელიც მოიცავს მეცნიერების მრავალ დარგს, როგორიცაა  ბიოლოგია, ფიზიკა, საინჟნრო- მატემატიკური მეცნიერებები და სხვა.

Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus