2016 წლის ოქტომბრიდან სამეცნიერო ბაზაში ScienceDirect ხელმისაწვდომია სამედიცინო დარგში აღიარებული ჟურნალი  The Lancet Gastroenterology & Hepatology.

The Lancet Gastroenterology & Hepatology არის მედიცინის მიმართულებით ყველაზე ცნობილი გამომცემლობის (The Lancet) ჟურნალი, რომლის გამოცემაც დაიწყო 2016 წლის აგვისტოში. ყოველი თვის ნომერში წარმოდგენილია უახლესი კლინიკური კვლევები, ექსპერტების მიმოხილვები, სიახლეები და შეხედულებები გასტროენტეროლოგიასა და ჰეპატოლოგიაში. ჟურნალში ქვეყნდება ნაშრომები, რომლებიც დაკავშირებულია ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, ნაღვლის სადინარების და პანკრეასის პირველად და მეორად პრევენციასთან, დიაგნოსტიკასთან, მართვასა და ნებისმიერი დარღვევის ან დაავადების მკურნალობასთან.

სამეცნიერო ელ. ბაზაში ScienceDirect ხელმისაწვდომია აღნიშნული ჟურნალის სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის ნომრების სრული ტექსტები, მათ სანახავად გახსენით ბმული

გამოიყენეთ ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსები წარმატებული და სანდო კვლევების ჩასატარებლად.

Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus