The Economist – ილიას დარბაზში
ბიბლიოთეკის ძვირფასო მომხმარებლებო,
გაცნობებთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში 2015 წლის მარტიდან ხელმისაწვდომია ჟურნალი “The Economist” (ინგლისურენოვანი) ნაბეჭდი ვერსია.
ჟურნალი ყოველკვირეულად გამოიცემა ლონდონში და მიჩნეულია მსოფლიოში ერთ-ერთ გამორჩეულ გამოცემად, მსგავსი ტიპის ჟურნალებს შორის. მკითხველს შეუძლია გაეცნოს ავტორიტეტული ექსპერტების ანალიზს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საერთაშორისო ახალი ამბები, პოლიტიკა, ბიზნესი, ფინანსები, მეცნიერება და ტექნოლოგიები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივაზე. გამოცემა ცნობილია მისი სოციალურ-ლიბერტარიანული პოზიციით და მხარს უჭერს თავისუფალ ბაზარს, როგორც საუკეთესო მედოდს ეკონომიკებისა და მთავრობების სამართავად.
აღნიშნული ჟურნალით სარგებლობისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენი ბილბიოთეკის ახალ სამკითხველოს – ილიას დარბაზს.
მის.: E კორპუსი, II სართული
სამუშაო საათები: ორშ.-პარ. – 10:00-21:00, შაბ. 10:00-18:00.