2015 წლის 19-20 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ინიციატივითა და საქართველოში ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერისტეტის, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერისტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკების წარმომადგენლები.

შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკების კონტექსტში საავტორო უფლებების დაცვის საკითხი განხილვა, საერთო გამოწვევების იდენტიფიცირება.

აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ მოწვეული იყო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მანანა ფრუიძე.

Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus