ჯგუფური მუშაობის ოთახის დაჯავშნა

ბიბლიოთეკის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის დარბაზში შესაძლებელია ჯგუფური მუშაობის ოთახის დაჯავშნა და გამოყენება.

  • ვის შეუძლია ჯგუფური მუშაობის ოთახით სარგებლობა:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს (აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებსა და თანამშრომლებს).

  • რამდენ ჯგუფს შეუძლია ოთახით ერთდროულად ისარგებლოს?

ოთახის დაჯავშნა, ერთდროულად, შეუძლია 4 ჯგუფს. შეხვედრის მიზნიდან გამომდინარე, ასევე, შესაძლებელია მხოლოდ ერთმა ჯგუფმა დაჯავშნოს ოთახი.

  • რა დროით არის შესაძლებელი ჯგუფური მუშაობის ოთახის დაჯავშნა?

დღის განმავლობაში ოთახით სარგებლობა შესაძლებელია მაქსიმუმ სამი საათით.

  • როგორ ხდება ოთახის დაჯავშნა?

ჯგუფური მუშაობის ოთახის გამოყენება შესაძლებელია წინასწარი დაჯავშნის საფუძველზე. ამისთვის:

I ვარიანტი

  • შეგიძლიათ ოთახი დაჯავშნოთ პირადად, ადგილზე მისვლით.

II ვარიანტი

  • შეგიძლიათ შეავსოთ ელექტრონული ფორმა
  • ბიბლიოთეკარი, თქვენ მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე, ჯავშნის დადასტურების შესახებ გამოგიგზავნით პასუხს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მუშაობის დაწყებამდე აუცილებელია პირადობის მოწმობის ბიბლიოთეკართან დატოვება!

მის:  ი. ჭავჭავაძის #32, B კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი 401

 

 
 
Facebook