(ჭავჭავაძის 32, პირველი სართული) TEMPUS-ის პროექტის “ახალი საბიბლიოთეკო და საინფორმაციო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის” საზაფხულო სკოლის ფარგლებში ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე “ციფრული ობიექტების გრძელვადიანი დაცვა”.

ლექციაზე განხილული იქნება ციფრული ბიბლიოთეკების განვითარების სხვადასხვა ასპექტი: ტექსტური, აუდიო, ვიდეო მონაცემთა საძიებო სისტემები, ციფრული ობიექტების შენახვა, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით მომხმარებელზე ორიენტირებული სისტემის შექმნა.

ლექციას ჩაატარებს ვიტორე კასაროსა, პიზის უნივერსიტეტის ელექტრონულ-ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორი.

ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე ქართული თარგმანით.

Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus