SAGE  არის მსოფლიოში აღიარებული აკადემიური გამომცემლობა, რომელიც ყოველწლიურად აქვეყნებს 900-ზე მეტ მაღალხარისხიან ჟურნალსა და ცნობარს ისეთ წამყვან სფეროებში როგორიცაა ბიზნესი, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, ტექნოლოგიები და მედიცინა.

დღეისათვის 500-ზე მეტი ჟურნალი უკვე შესულია JCR (Journal Citation Report)-ის მონაცემთა ბაზაში და SAGE აგძელებს მუდმივ ზრდას მიღწევებში. 2014 წლის მონაცემებით, 100-ზე მეტმა ჟურნალმა  მიიღო საუკეტესო 10 კატეგორიის წოდება, ხოლო  23-მა ჟურნალმა მიიღო მათი პირველი იმპაქტ-ფაქტორი.

SAGE -ის მიზანია იყოს მსოფლიოს ლიდერი დამოუკიდებელი, აკადემიური და პროფესიული გამომცემელი, რომელიც დააკმაყოფილებს წამყვანი ავტორების და რედაქტორების ინტერესებს და ამავდროულად  მსოფლიოს მასშტაბით ხელმისაწვდომს გახდის მათ საუკეთესო ნაშრომებს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მკითხველებისთვის ხელმისაწვდომია სტატიების სრული ტექსტები, რომლებიც გამოქვეყნებულია 1999 წლიდან დღემდე.

Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus