სამეცნიერო ელექტრონული ბაზების ძვირფასო მომხმარებლებო,

2015 წლის 8 ივნისიდან – 8 ივლისამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი იქნება სამეცნიერო ელექტრონული ბაზა SAGE Knowledge, სადაც განთავსებულია სახელმძღვანელოების  სრული ტექსტები.

 SAGE Knowledge – მთლიანობაში აერთიანებს 4400-ზე მეტი დასახელების წიგნებს, ენციკლოპედიებს, ლექსიკონებსა და მონოგრაფიებს შემდეგ მიმართულებებში:

  • განათლება
  • ისტორია
  • ფილოსოფია
  • ფსიქოლოგია
  • საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკა
  • სოციოლოგია/ კვლევის მეთოდები
  • ბიზნესი და მენეჯმენტი
  • მედია და კომუნიკაცია
  • კრიმინოლოგია
  • მათემატიკა/ფიზიკა/ქიმია
  • საინჟინრო მეცნიერებები
  • ჯანდაცვა

სრული ტექსტების სანახავად მიჰყევით ბმულს, ვებ-გვერდის საშუალებით სასურველი რესურსი შეგიძლიათ მოძებნოთ საძიებო სიტყვის, რესურსის სათაურის  ან მიმართულების მიხედვით. რადგან აღნიშნულ ბაზაზე წვდომის უფლება შეზღუდულია დროში, რეკომენდირებულია თქვენთვის სასურველი რესურსები გადმოიწეროთ პერსონალურ კომპიუტერში.

SAGE Knowledge  ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნეტ ქსელში ჩართული კომპიუტერებიდან.

გამოიყენეთ SAGE Knowledge -ის  ელექტრონული  რესურსები მაღალი  ხარისხის წარმატებული კვლევების  ჩასატარებლად.

Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus