ელექტრონული ბაზების ძვირფასო მომხმარებლებო,

გაცნობებთ, რომ 2016 წლის იანვრიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გთავაზობთ წვდომას მსოფლიოში აღიარებულ სამეცნიერო ელექტრონულ ბაზაზე – SAGE Journals.  

SAGE არის წამყვანი აკადემიური გამომცემლობა, რომელიც ყოველწლიურად აქვეყნებს 900-ზე მეტ მაღალხარისხიან ჟურნალს ისეთ სფეროებში როგორიცაა ბიზნესი, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, ტექნოლოგიები და მედიცინა (მიმართულებების მიხედვით ჟურნალების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე).

დღეისთვის 500-ზე მეტი ჟურნალი უკვე შესულია JCR (Journal Citation Report)-ის მონაცემთა ბაზაში და SAGE აგრძელებს მუდმივ ზრდას მიღწევებში.

აღნიშნულ ელ. ბაზაზე წვდომისთვის გახსენით ბმული და ჩამონათვალში მოძებნეთ SAGE Journals.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მკითხველებისთვის ხელმისაწვდომია სტატიების სრული ტექსტები, რომლებიც გამოქვეყნებულია 1999 წლიდან დღემდე.

გამოიყენეთ ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსები მაღალი ხარისხის, წარმატებული კვლევების ჩასატარებლად.

Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus