ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი  აცხადებს ღია კონკურსს ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო ფონდების მენეჯმენტის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე 2011 წლის 12 იანვრიდან.
სამუშაოს ზოგადი აღწერა
უნივერსიტეტის არსებული კოლექციების გამდიდრება, განვითარება და დაცვა ბიბლიოთეკის სტრატეგიული მიზანია. საინფორმაციო რესურსის სწორად შერჩევა, შეფასება და შესყიდვა ხელს უწყობს უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო, საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობის ხარისხის გაზრდას.

სამუშაო დატვირთვა
: სრული ან ნახევარი განაკვეთი.
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00 (შესვენება 1 საათი) ან 10:00-18:00 (შესვენება 1 საათი).
ანაზღაურება დარიცხული ხელფასის სახით: სრულ განაკვეთზე – 530 ლარი, ნახევარ განაკვეთზე – 260 ლარი.

ძირითადი მოვალეობები

  • სასაწავლო კურსების სილაბუსების დამუშავება;
  • სილაბუსში მითითებული ლიტერატურის დამუშავება და დახარისხება;
  • სხვადასხვა ტიპის მასალის დასკანერება და დამუშავება;
  • სხვადასხვა სახის ცხრილის შედგენა;
  • რიდერების დამზადება/განთავსება;
  • სხვადასხვა პროექტში მონაწილეობა.

განათლება და კომპეტენციები

  • უმაღლესი განათლება;
  • ინფორმაციის დახარისხების უნარი;
  • ინსტრუქტაჟის დაცვის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მოტივაციის მაღალი დონე;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
  • უცხო ენების ცოდნა: ინგლისური B1 დონე (სასურველია)
  • საბაზისო კომპიუტერული უნარ-ჩვევები: საოფისე პროგრამებში (MS Word, Excel) და ინტერნეტში მუშაობის უნარი.

კონკურსის ჩატარების ფორმატი
I ეტაპი – ტესტირება ზოგად უნარებში;
II ეტაპი – კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევების დემონსტრირება;
III ეტაპი – გასაუბრება;
IV ეტაპი – ტრენინგები;
V ეტაპი – საბოლოო შედეგების გამოქვეყნება.

კონკურსის ვადები
31.01.11 – საბუთების მიღების დასრულება;
4.02.11 – პირველი ეტაპი – ტესტირება ზოგად უნარებში;
10. 02.11 – მეორე ეტაპი – კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევების დემონსტრირება;
14.02.11 – გასაუბრება;
17. 02.11 – შედეგების გამოცხადება;
21.02.11 ტრენინგები შერჩეული კანდიდატებისთვის;
28.02.11 – საბოლოო შედეგების გამოცხადება.
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის სურვილის შესახებ (სასურველი ვაკანტური თანამდებობისა, სამუშაო განაკვეთისა და სამუშაო ცვლის მითითებით);
  • CV;
  • მოტივაციის წერილი.

დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ განაცხადი შემოიტანონ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რამდენიმე ვაკანტურ თანამდებობაზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა მითითებული დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge 2011 წლის 31 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურში.

კონკურსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 2011 წლის 18 იანვარს 17:00 საათზე.

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი #32, პირველი სართული, 101-ე აუდიტორია.

Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus