ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო ფონდების მენეჯმენტის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე 2011 წლის 12 იანვრიდან.

სამუშაოს ზოგადი აღწერა
უნივერსიტეტის არსებული კოლექციების გამდიდრება, განვითარება და დაცვა ბიბლიოთეკის სტრატეგიული მიზანია. საინფორმაციო რესურსის სწორად შერჩევა, შეფასება და შესყიდვა ხელს უწყობს უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო, საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობის ხარისხის გაზრდას.

სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი.
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00 (შესვენება 1 საათი) ან 10:00-18:00 (შესვენება 1 საათი).
თვიური ანაზღაურება დარიცხული ხელფასის სახით: 930 ლარი.

ძირითადი მოვალეობები

  • მკითხველის საჭიროებების იდენტიფიკაცია;
  • აუცილებელი სასაწავლო  და არსებული  საბიბლიოთეკო რესურსის  შედარება -გაანალიზება;
  • ახალი საინფორმაციო რესურსების შესახებ ინფორმაციის მოგროვება, დახარისხება და შესაბამისი საკითხით დაინტერესებული  პირებისთვის მიწოდება;
  • ინფორმაციის შეგროვება ახალი გამოცემების შესახებ, მათი სამეცნიერო რეცენზიების/ შეფასებების/მიმოხილვების შესწავლა;
  • საბიბლიოთეკო რესურსების შესყიდვებთან და გამოწერასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება;
  • ინფორმაციის შეგროვება გამომცემლობებისა და ინფორმაციული რესურსების დისტრიბუტორების შესახებ;
  • მომწოდებლის მიერ შემოთავაზებული პირობების გაანალიზება, შეფასება და ოპტიმალურის შერჩევა;
  • ფონდების  მოძრაობის პროცესის დაგეგმვა  და წარმართვა;
  • სხვადასხვა პროექტში მონაწილეობა.

განათლება და კომპეტენციები

  • უმაღლესი განათლება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • ინსტრუქტაჟის დაცვის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მოტივაციის მაღალი დონე;
  • მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
  • დაგეგმვის უნარი;
  • პროექტის მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • გამართული  წერითი და ზეპირი მეტყველების უნარი.
  • უცხო ენების ცოდნა: ინგლისური B2 (სავალდებულოა).
  • საბაზისო კომპიუტერული უნარ-ჩვევები:  საოფისე პროგრამებში (MS Word, Excel) და ინტერნეტში მუშაობის კარგად განვითარებული უნარი.

კონკურსის ჩატარების ფორმატი
I ეტაპი – ტესტირება ზოგად უნარებში;
II ეტაპი – კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევების დემონსტრირება;
III ეტაპი – გასაუბრება;
IV ეტაპი – ტრენინგები;
V ეტაპი – საბოლოო შედეგების გამოქვეყნება.

კონკურსის ვადები
31.01.11 – საბუთების მიღების დასრულება;
4.02.11 –  პირველი ეტაპი – ტესტირება ზოგად უნარებში;
10. 02.11 – მეორე ეტაპი – კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევების  დემონსტრირება;
14.02.11 – გასაუბრება;
17. 02.11 – შედეგების გამოცხადება;
21.02.11 ტრენინგები შერჩეული კანდიდატებისთვის;
28.02.11 – საბოლოო შედეგების გამოცხადება. წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის სურვილის შესახებ (სასურველი ვაკანტური თანამდებობისა, სამუშაო განაკვეთისა და სამუშაო ცვლის მითითებით);
  • CV;
  • მოტივაციის წერილი.

დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ განაცხადი შემოიტანონ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რამდენიმე ვაკანტურ თანამდებობაზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა მითითებული დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge 2011 წლის 31 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურში.

კონკურსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 18 იანვარს 17:00 საათზე.

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი #32, პირველი სართული, 101-ე აუდიტორია.

Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus