წიგნის გამოწერისა და სარგებლობისთვის შესაძლებელია,

  1. პირდად მიმართოთ ბიბლიოთეკარს

წიგნის მოთხოვნიდან არა უმეტეს 30 წუთისა, თქვენ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას სასურველი ლიტერატურის შესახებ, კერძოდ,

  • ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის საინტერესო წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში;
  • შეგიძლიათ თუ არა წიგნის გატანა;
  • რამდენი დღით შეგიძლიათ წიგნის გატანა;
  • სად და როდის შეგიძლიათ წიგნის გატანა;
  • თუ წიგნი არ არის ჩვენს ბიბლიოთეკაში, შეგიძლიათ თუ არა ბიბლიოთეკათშორისი სერვისით მისი მიღება;
  • იმ შემთხვევაში თუ წიგნი არ მოიპოვება ჩვენს პარტნიორ ბიბლიოთეკებში, სად შეგიძლიათ მისი მოძიება.

 

  1. შეუკვეთოთ ელექტრონულად

წიგნის ელ. შეკვეთისთვის შეავსეთ შემდეგი ფორმა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ  წიგნის ავტორი და სათაური  ჩაწეროთ იმ ენაზე, რომელზეც გსურთ მისი წაკითხვა. ქართულენოვანი ლიტერატურის ელ. შეკვეთისას კი,  გამოიყენოთ ქართული უნიკოდი – Sylfaen.

  • შეკვეთის გაკეთებიდან არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღის ვადაში, ელ. ფოსტის საშუალებით თქვენ მიიღებთ ინფორმაციას წიგნისხელმისაწვდომობის შესახებ;
  • დაჯავშნილი წიგნი მკითხველს ენახება 2 დღის განმავლობაში;
  • სასურველია, წიგნის შეკვეთის ელექტრონულ ფორმატში ზუსტად მიეთითოს წიგნის ავტორი და დასახელება;
  • იმ შემთხვევაში, თუ არ იცით ავტორის გვარი ან წიგნის დასახელება, საჭირო ლიტერატურის დადგენა შეგიძლიათ ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგში;
  • ილიაუნის ელ. კატალოგში ლიტერატურის მოძიების გაიდი იხილეთ აქ.

დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში მოგვწერეთlibrarian@iliauni.edu.ge

Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus