რა პირობებია წიგნის დაგვიანების, დაზიანების ან არდაბრუნების შემთხვევაში?

  • წიგნის დაბრუნების ვადის გასვლიდან 21 დღის შემდეგ, მკითხველი ვეღარ შეძლებს ბიბლიოთეკის იმავე დარბაზიდან  საინფორმაციო რესურსის მის ფარგლებს გარეთ გატანას;
  • წიგნის დაკარგვის შემთხვევაში მკითხველი ანაცვლებს იმავე დასახელების წიგნით და  სხვა მოთხოვნადი საბიბლიოთეკო ერთეულით;
  • დიპლომის ასაღებად სტუდენტი სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად წარადგენს ე.წ. ,,შემოვლით ბარათს“, რომელიც დაადასტურებს, რომ მას არ აქვს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დავალიანება. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დავალიანების მქონე სტუდენტზე არ გაიცემა დიპლომი;
  • მკითხველის მიერ ბიბლიოთეკის რესურსისა და ინვენტარის  დაზიანების შემთხვევაში  ბრალეულობის დადგენისას მკითხველს ეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა და ზარალის სრული ანაზღაურება.
Facebook