Pscyinfo
Pscyinfo – მოიცავს სამეცნიერო ჟურნალებს ინდექსირებული სტატიებითა და აბსტრაქტებით ფსიქოლოგიის, მედიცინის, ქცევითი და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით, სულ 3,6 მილიონზე მეტ ჩანაწერს. ელექტრონული ბაზა შეიქმნა American Psychological Association – მიერ და მისი განახლება ხდება ყოველკვირეულად. ელექტრონული ბაზა საშუალებას აძლევს მკვლევარებს მოიძიონ დარგში არსებული ლიტერატურა და დაუკავშირდნენ უშუალოდ გამომცემლებს.
მოკლე აღწერა
მონაცემთა ბაზის ტიპი – ბიბლიოგრაფიული
ჩანაწერთა ტიპი – აბსტრაქტები, ინდექსები
ჩანაწერთა რაოდენობა – 3,6 მილიონი
განახლების სიხშირე – ყოველკვირეული
მოიცავს – 2,500 დასახელების ჟურნალს, წიგნებს და წიგნების კონკრეტულ თავებს, დისერტაციებს, შრომებსა და პუბლიკაციებს.
ჩანაწერების ავტორიტეტულობა – მონაცემთა ბაზაში არსებული ყველა ინდექსირებული ჩანაწერი გადის მკაცრ კონტროლს დარგის სპეციალისტების მიერ.
ისტორიული მნიშვნელობის ინდექსირებული ჩანაწერები –
- https://library.iliauni.edu.ge/templates/123wd-j15-2/images/li.png); clear: both; color: rgb(68, 68, 68); font-family: Tahoma, Verdana, Arial, sans-serif; line-height: 15.6000003814697px; margin-top: 0pt; margin-bottom: 0pt;”>
-
Psychological Abstracts 1927–1966 (Note: All records published in Psychological Abstracts from 1927 to 2006 are in PsycINFO)
-
Psychological Bulletin 1921–1926
-
American Journal of Psychology 1887–1966
-
Psychological Index (1894–1935), citations to English language journals only
-
Classic Books in Psychology of the 20th Century and the Harvard Book List, 1840–1971
ელექტრონული ბაზის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს
აღსანიშნავია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა არის PsycInfo-ს ერთადერთი ავტორიზებული მომხმარებელი საქართველოში.
PsycInfo-ს შეძენა განხორციელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტის მაკა ლორთქიფანიძის პროექტის (რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი) ფარგლებში.