ProQuest Dissertations წარმოადგენს მულტიდისციპლინურ სამეცნიერო ბაზას, რომელიც აერთიანებს 3000-მდე უნივერსიტეტში დაცული სადიპლომო ნაშრომების სრულ ტექსტებს და წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე კომპლექსურ კოლექციას. აღნიშნულ ბაზაში ხელმისაწვდომია, 1997 წლიდან დღემდე გამოცემული, როგორც სადოქტორო ასევე სამაგისტრო ნაშრომები, საერთო ჯამში ორ მილიონზე მეტი ერთეული.

ProQuest Dissertations განსაკუთრებით საინტერესო იქნება როგორც დამწყები მკვლევარებისთვის, მათთვის, ვინც მუშაობას იწყებს სადისერტაციო ნაშრომზე, ასევე დარგის სპეციალისტებისთვის.  სამეცნიერო ბაზა ერთის მხრივ საშუალებას გაძლევთ განსაზღვროთ თქვენს დარგში არსებული აქტუალური საკითხები, ხოლო მეორეს მხრივ გეხმარებათ დაადგინოთ სანდო სამეცნიერო წყაროები და განსაზღვროთ არსებული ტენდენციები.

ძიების გამარტივებული ინსტრუმენტის გამოყენებით  სასურველი რესურსი შესაძლებელია მოძებნოთ  ტექსტის ენის, შესაბამისი უნივერსიტეტის ან გეოგრაფიული არეალის მიხედვით.

Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus