Project MUSE არის ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ციფრული მასალის წამყვანი პროვაიდერი სამეცნიერო საზოგადოებისათვის, რომელიც  შეიქმნა არაკომერციული თანამშრომლობის შედეგად, ბიბლიოთეკებსა და გამომცემლობებს შორის.

არსებობის 20 წლის მანძილზე Project MUSE ჩამოყალიბდა როგორც საზოგადოებისავის მარტივად ხელმისაწვდომი, სანდო წყარო, რადგან მის მიერ მოწოდებული სამეცნიერო მასალა გამოირჩევა მაღალი ხარისხით.

დღეისათვის   Project MUSE  უზრუნველყოფს წვდომას 200-მდე საუნივერსიტეტო გამომცემლობისა თუ სამეცნიერო საზოგადოების წიგნებსა და ჟურნალებზე მსოფლიო მაშტაბით.  მისი მონაცემთა ბაზა მოიცავს 300,000-ზე მეტი რეცენზირებულ აკადემიურ ჟურნალს და 700,000 -მდე ელექტრონულ წიგნს.

Project MUSE-ის მიზანია ინოვაციებისა და თანამშრომლობითი განვითარების საშუალებით, უზრუნველყოს სამეცნიერო საზოგადოების ყველა წევრი მაღალი ხარისხის აუცილებელი რესურსით.

დღეისათვის 2700 -ზე მეტი მოწინავე ბიბლიოთეკა სთავაზობს მის მომხმარებელს Project MUSE-ის ელექტრონულ ბაზებს, და მათ შორისაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ ავტორიზებულ მომხმარებელს საქართველოში.

Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus