Project Gutenberg” 1971 დაარსდა და არის მსოფლიოს პირველი უფასო ელექტრონული წიგნების მომწოდებელი.  კომპანია წარმოადგენს სრულიად არაკომერციულ ობიექტს, რომელიც ეყრდნობა და ვითარდება მოხალისეების დახმარებით და დონორებისა თუ მომხმარებლების  გადარიცხვებით. მისი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ელექტრონული წიგნების შექმნას, დაარქივებას და გავრცელებას, იმისათვის რომ დაინტერესებულ პირთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს საჭირო რესურსის მოძიება. “Project Gutenberg” მომხმარებელს სთავაზობს 49000-ზე მეტ უფასო მულტიდისციპლინურ წიგნს რომელიც მოხალისეების დახმარებით იქნა გადატანილი ბეჭდვითი ფორმატიდან ციფრულ ფორმატში. დღეისათვის კომპანიის მთავარი საზრუნავია მიაწოდოს სასურველი ელექტრონული რესურსი მაქსიმალურად მეტ მომხმარებელს და რაც მთავარია სრულიად უსასყიდლოდ.

Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus