მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროექტის ’სტუდენტური დასაქმება ბიბლიოთეკაში’’ შემაჯამებელი ღონისძიება.

ღონისძიების ფარგლებში ბიბლიოთეკის ადმინისტრაციამ პროექტში მონაწილე სტუდენტებს გადასცა სერტიფიკატები. სტუდენტებმა წარმოადგინეს სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ფილმი და პრეზენტაცია, რომლითაც ბიბლიოთეკაში მუშაობის განმავლობაში მიღებული გამოცდილება და შთაბეჭდილებები გაუზიარეს აუდიტორიას. ასევე, ბიბლიოთეკისა და უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროექტის შედეგებსა და სტუდენტების მიღწევებზე.

Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus