| საინფორმაციო რესურსის შესყიდვა |
|
გაცნობებთ, რომ დავამუშავეთ სამაგისტრო პროგრამების ყველა წარმოდგენილი სილაბუსი. სილაბუსებში მითითებული ლიტერატურა შევადარეთ ბიბლიოთეკაში არსებულ ფონდს. აღმოჩნდა, რომ სამაგისტრო პროგრამებში გაწერილი ლიტერატურის მხოლოდ 20-25% არის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომი.
იმისთვის, რომ ბიბლიოთეკაში არსებული რესურსი იყოს აკრედიტაციის დებულებასთან შესაბამისი და სტუდენტებიც იყვნენ სასწავლო რესურსებით მაქსიმალურად უზრუნველყოფილნი, გთავაზობთ რამდენიმე გზას:
„რიდერების“ დამზადება, მოგეხსენებათ, უწყვეტი პროცესია. ასე რომ, შეგიძლიათ მოგვმართოთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დროს.
რაც შეეხება ლიტერატურის შეძენას, ვაცხადებთ 2011 წლისათვის შესასყიდი ლიტერატურისათვის განაცხადების მიღების პირველ ფაზას. გთხოვთ, ამა წლის 24 იანვრამდე წარმოადგინოთ განაცხადი სასწავლო პროგრამებისთვის აუცილებელი ლიტერატურის შეძენის შესახებ. გთხოვთ, დაიცვათ მითითებული ვადა. 2011 წლის 24 იანვრის შემდეგ განაცხადები აღარ მიიღება.
განაცხადის შედგენისას, გირჩევთ გამოიყენოთ ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგი opac.iliauni.edu.ge, რომელიც შეიცავს 2009 წლიდან დღემდე შემოსულ ყველა წიგნს, ყველა „რიდერსა“ და სასწავლო კურსებში მითითებულ ლიტერატურას.
|


პროექტები