ლიტოთახი ლიგამუსში

2014 წლის 14 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას დაემატა ახალი დარბაზი – „ლიტერატურის ოთახი ლიგამუსში“, რომელიც კლასიკური და თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის მიმართულების, 2100 დასახელების წიგნით აღიჭურვა.

დარბაზში მოეწყო ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბას“,  2003 წლიდან  2014 წლის ჩათვლით საუკეთესო წიგნებისა და ავტორების მიერ გამოცემული ყველა ნომინირებული და გამარჯვებული ლიტერატურული ნაწარმოების კუთხე.

ლიტოთახის მიზანია, სტუდენტებისთვის კომფორტული სამკითხველო გარემოს შექმნა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სერვისებზე (ელექტრონული შეკვეთა; ბიბლიოთეკათშორისი შეკვეთა; დაჯავშნა; სამეცნიერო სტატიების მოძიება) ხელმისაწვდომობა.

ბიბლიოთეკის მკითხველთა ხარისხიანი მომსახურების მიზნით დაიწყო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის ანოტირება და ეს პროცესი მიმდინარეობს ლიტერატურის ოთახის დარბაზშიც. ყოველდღიურად იწერება ანოტაციები მხატვრული ლიტერატურის, სტატიისა თუ პუბლიკაციის შესახებ.

ბანერები

 
 
Facebook