ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს ბიბლიოთეკაში კატალოგიზაციისა და კლასიფიკაციის განყოფილების  სპეციალისტის თანამდებობაზე 2011 წლის 12 იანვრიდან.

სამუშაოს ზოგადი აღწერა
საბიბლიოთეკო ფონდების საერთაშორისო სტანდარტებით კატალოგიზაცია და საერთაშორისო კლასიფიკაციით მათი დალაგება საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ერთ-ერთი პრიორიტეტული სტრატეგიული მიზანია. ეს პროცესები ხელს უწყობს ერთი მხრივ, მომხმარებლის საჭიროებების შესაბამისად ფონდების გადანაწილებას, დაკომპლექტებას და მეორე მხრივ, საბიბლიოთეკო რესურსებზე სწრაფი და მოხერხებული წვდომის უზრუნველყოფას.

სამუშაო დატვირთვა:
სრული ან ნახევარი განაკვეთი.
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00 (შესვენება 1 საათი) ან 10:00-18:00 (შესვენება 1 საათი).
თვიური ანაზღაურება დარიცხული ხელფასის სახით: სრული განაკვეთი 530 ლარი, ნახევარი განაკვეთი – 260 ლარი.

ძირითადი მოვალეობები

  • საბიბლიოთეკო მედიების ტექნიკური დამუშავება;
  • ფონდების გადაადგილებაში მონაწილეობა;
  • სხვადასხვა პროექტში მონაწილეობა.

განათლება და კომპეტენციები

  • ინფორმაციის დახარისხების უნარი;
  • ინსტრუქტაჟის დაცვის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მოტივაციის მაღალი დონე;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
  • საბაზისო კომპიუტერული უნარ-ჩვევები: საოფისე პროგრამებში (MS Word, Excel) და ინტერნეტში მუშაობის უნარი.

კონკურსის ჩატარების ფორმატი
I ეტაპი – ტესტირება ზოგად უნარებში;
II ეტაპი – კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევების დემონსტრირება;
III ეტაპი – გასაუბრება;
IV ეტაპი  – ტრენინგები;
V ეტაპი – საბოლოო შედეგების გამოქვეყნება.

კონკურსის ვადები
31.01.11 – საბუთების მიღების დასრულება;
4.02.11 –  პირველი ეტაპი – ტესტირება ზოგად უნარებში;
10.02.11 – მეორე ეტაპი – კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევების  დემონსტრირება;
14.02.11 – გასაუბრება;
17.02.11 – შედეგების გამოცხადება;
21.02.11 – ტრენინგები შერჩეული კანდიდატებისთვის;
28.02.11 – საბოლოო შედეგების გამოცხადება.

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის სურვილის შესახებ (სასურველი ვაკანტური თანამდებობის, სამუშაო განაკვეთისა და დროის მითითებით);
  • CV;
  • მოტივაციის წერილი.

დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ განაცხადი შემოიტანონ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რამდენიმე ვაკანტურ თანამდებობაზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა,  მითითებული დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge 2011 წლის 31 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურში.

კონკურსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 2011 წლის 18 იანვარს 17:00 საათზე.

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი №32, პირველი სართული, 101-ე აუდიტორია.

Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus