ბიბლიოთეკის ძვირფასო მომხმარებლებო,

გაცნობებთ, რომ ბიბლიოთეკის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის დარბაზში, 2017 წლის 12 იანვრიდან, უკვე შესაძლებელია ჯგუფური მუშაობის ოთახის დაჯავშნა და გამოყენება.

  • ვის შეუძლია ჯგუფური მუშაობის ოთახით სარგებლობა:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს (აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებსა და თანამშრომლებს).

  • რამდენ ჯგუფს შეუძლია ოთახით ერთდროულად ისარგებლოს?

ოთახის დაჯავშნა, ერთდროულად, შეუძლია 4 ჯგუფს.  შეხვედრის მიზნიდან გამომდინარე, ასევე შესაძლებელია მხოლოდ ერთმა ჯგუფმა დაჯავშნოს ოთახი.

  • რა დროით არის შესაძლებელი ჯგუფური მუშაობის ოთახის დაჯავშნა?

დღის განმავლობაში ოთახით სარგებლობა შესაძლებელია მაქსიმუმ სამი საათით.

  • როგორ ხდება ოთახის დაჯავშნა?

ჯგუფური მუშაობის ოთახის გამოყენება შესაძლებელია წინასწარი დაჯავშნის საფუძველზე. ამისთვის:

I ვარიანტი

  • შეგიძლიათ ოთახი დაჯავშნოთ პირადად, ადგილზე მისვლით.

II ვარიანტი

  • შეგიძლიათ შეავს ელექტრონული ფორმა
  • ბიბლიოთეკარი, თქვენ მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე, ჯავშნის დადასტურების შესახებ გამოგიგზავნით პასუხს.

მის:  ჭავჭავაძის 32, A კორპუსი, მეოთხე სართული

img_1117 img_1124

img_1109

Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus