გაცნობებთ რომ ჩვენს ბიბლიოთეკაში (ილიას დარბაზში) ხელმისაწვდომია დაავადებათა და ჯანმრთელობის პრობლემების საერთაშორისო კლასიფიკაციის სახელმძღვანელო – International Statistical Classification of Diseases and Related Health Problems. 10th revision.

გამოცემა შემუშავებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. იგი წარმოადგენს დაავადებათა და ჯანმრთელობის პრობლემების საყოველთაო სტანდარტულ სამედიცინო კლასიფიკაციას დიაგნოზთა კოდირებებისათვის. აღნიშნული გამოცემა მოიცავს 21 თავს, რომელთაგან თითოეულში წარმოდგენილია ქვეთავები დაავადებათა, სიმპტომთა, ჩივილთა, სოციალურ მდგომარეობათა,  ავადმყოფობათა ან დაზიანებათა გარეგნული შემთხვევების შესაბამისი კოდებით.

Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus