ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სწავლების საბაკალავრო საფეხურზე სასწავლო კურსის “ინფორმაციული წიგნიერება” პედაგოგთა შესარჩევად.

1. დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტაცია შემდეგ მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge 2011 წლის 6 იანვრიდან 2011 წლის 30 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება:

დოკუმენტაციის ნუსხა:

  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის სურვილის შესახებ;
  • CV;
  • კვლევითი ვებ-პროექტი, რომელიც წარმოაჩენს კონკურსანტის მიერ კვლევაში ტექნოლოგიების გამოყენების კომპეტენციებს (ვებ-პროქტის შეფასების კრიტერიუმები იხილეთ თანდართულ დოკუმენტში);

2. კონკურსის ჩატარების ფორმატი

  • წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კანდიდატთა შერჩევა (პირველი ეტაპი)- 2011 წლის 4 თებერვალი;
  • პრაქტიკული/ლაბორატორიული სამუშაო (მეორე ეტაპი) – 2011 წლის 7 თებერვალი;
  • დაგეგმვა/პრეზენტირება (მესამე ეტაპი) – 2011 წლის 10 თებერვალი;
  • კონკურსის შედეგების გამოცხადება – 2011 წლის 14 თებერვალი;
  • ტრენინგები შერჩეული კანდიდატებისათვის – 2011 წლის 17 თებერვალი;

3. დეტალური ინფორმაცია სამუშოს აღწერის, სასწავლო კურსის შინაარსისა და მიზნების, კონკურსანტთა კომპეტენციების/საკვალიფიკაციო მოთხოვნების, კონკურსის ჩატარების პირობებისა და ფორმატის შესახებ იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში.

4. კონკურსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 2011 წლის, 11 და 12 იანვარს 18:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნვიერსიტეტის შენობაში. მისამართი: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, მე-3 სართული, ოთახი №E322.

შესავალი ინფორმაციაინფორმაციული წიგნიერების კონკურსის შესახებკურსის სილაბუსიპრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმებისასწავლო გეგმის ნიმუშისასწავლო გეგმის შეფასების კრიტერიუმები.

Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus