ბავშვის განვითარება - ლორა ბერკი

სახელმძღვანელოში ხაზგასმულია ბიოლოგიისა და გარემოს როლი ბავშვის განვითარებაში. ბავშვის მყისიერი გარემოს - ოჯახის, სამეზობლოსა და სკოლის გარდა სახელმძღვანელოში განხილულია უფრო ფართო სოციალური სტრუქტურების როლიც. ავტორი წარმოგვიდგენს როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე თეორიებს წერის მკაფიო, საინტერესო სტილით, რასაც კვლევაზე აგებული და რეალური უამრავი მაგალითით ამდიდრებს. წიგნში მოცემულია ფიზიკური, კოგნიტური, ემოციური და სოციალური განვითარების ურთიერთკავშირი. ის საინტერესო იქნება ფსიქოლოგიით დაინტერესებული სტუდენტების, ამ სფეროს მკვლევარების, კლინიკური ფსიქოლოგიის სპეციალისტებისა და ბავშვის ჰოლისტური განვითარებით დაინტერესებული ადამიანებისათვის.   

 

ISBN 978-9941-9117-0-5

""