16 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში ილიაუნის ბიბლიოთეკა გაძლევთ შესაძლებლობას, დაესწროთ მსოფლიოში აღიარებული გამომცემლობის – “Elsevier” – ორგანიზებით გამართულ ტრენინგს – How to write world class paper. ტრენინგს გაუძღვება “Elsevier”-ის სამეცნიერო ჟურნალების გამომცემლობის ხელმძღვანელი, ევა ქითელპრეისი (Ms. Ewa Kittel-Prejs). ტრენინგი განკუთვნილია უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის, დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვინც გეგმავს სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნებას. ტრენინგზე განიხილება შემდეგი საკითხები:

  • სამეცნიერო პუბლიკაციის არსი;
  • სამეცნიერო ნაშრომის მომზადების ეტაპები;
  • სამეცნიერო ჟურნალის/სტატიის გამოქვეყნების ციკლი;
  • სამეცნიერო ენის გამოყენების აუცილებლობა.

ტრენინგზე დასწრების მსურველთათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.  გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ  ბმულზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

library@iliauni.edu.ge

დრო: 16 აპრილი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია

სამუშაო ენა: ინგლისური

Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus