ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ და ლიგამუსმა მონაწილეობა მიიღო 2014 წლის 26, 27 და 28 სექტემბერს ევროპის კულტურის კვირეულის ფარგლებში ვაკის პარკში გამართულ ევროპული ლიტერატურის გამოფენაში.

„ევროკავშირის კულტურის კვირეული – 2014“ ჩატარდა ევროპული კულტურის წარმოჩენის მიზნით საქართველოს სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ფოთში, 2014 წლის 25 სექტემბრიდან
5 ოქტომბრამდე.

„ევროკავშირის კულტურის კვირეული“ კულტურის ფესტივალია, რომლის მიზანია ევროპული ღირებულებების წარმოჩენა ხელოვნების სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და
მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებების ორგანიზების გზით. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა: დისკუსიები ქართველ მწერლებთან, კონცერტები, კინოჩვენებები, თეატრალური დადგმები,
გამოფენები, ქუჩის ხელოვნების პერფორმანსები და სხვა.

 

pppp1 pppp2 pppp3

Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus