2014 წლის 7 მარტიდან 19 აპრილის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონული ბიბლიოთეკის Alexander Street Press – ქვებაზა  Engineering Case Studies Online საცდელი ვერსია.

Engineering Case Studies Online – აერთიანებს  ვიდეო  და ტექსტური სახის რესურსს საინჟინრო მიმართულებით. ელექტრონული ბაზა მოიცავს საინჟინრო მეცნიერების ისტორიაში არსებულ ყველაზე  წარმატებულ და წარუმატებელ შემთხვევების სიღრმისეულ  ანალიზს. აღნიშნული საინფორმაციო რესურსის მიზანია დაეხმაროს სტუდენტებსა და მკვლევარებს კაცობრიობის ისტორიაში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გააზრებასა და შესწავლაში.

Engineering Case Studies Online– გვთავაზობს:

 

  • დოკუმენტურ ფილმებს წარუმატებელი შემთხვევების შესახებ
  • მონოგრაფიებს, სადაც დაწვრილებით არის აღწერილი საინჟინრო მეცნიერებების ძირითადი ცნებები
  • სიმულაციებს, რომელიც ნათლად წარმოაჩენს წარუმატებლობის მიზეზებს
  • მოვლენათა ქრონიკას და რუკებს
  • აუდიო ტრანსკრიპტებს
  • შემთხვევათა მონაწილეების, დაზარალებულებისა და მოწმეების ჩვენებებს
  • სურათებს, ანგარიშებს და სხვა საარქივო მასალას.

ელექტრონულ ბაზაში არსებული ყველა რესურსი გადის მკაცრ შემოწმებას დარგის სპეციალისტების მიერ. მასალების ძირითადი მომწოდებლები არიან: National Transportation Safety Board, BBC, Future Media, NHNZ, Journeyman Pictures, and ABC Commercial.

Engineering Case Studies Online ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნეტ ქსელში ჩართული კომპიუტერებიდან და ლეპტოპებიდან. გთხოვთ მიყვეთ ბმულს –http://search.alexanderstreet.com/engv

გამოიყენეთ ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსები მაღალი ხარისხის წარმატებული კვლევების ჩასატარებლად

Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus