სამეცნიერო ბაზები

ScienceDirect  – არის მსოფლიოში ავტორიტეტული სამეცნიერო ელექტრონული ბაზა,  რომელიც  მოიცავს  2000 დასახელების ჟურნალს,  ჯამში ორ მილიონზე  მეტი  სტატიის სრულ ტექსტს. ScienceDirect  ძირითადად ორიენტირებულია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე, შედარებით მცირე რაოდენებით არის წარმოდგენილი სოციალური და ჰუმანიტარული მიმართულებები.

 

 

დეტალური აღწერა | წვდომა უნივერსიტეტიდან | წვდომა უნივერსიტეტის მიღმა | გზამკვლევი | ტრენინგები | დახმარება

Scopus – წარმოადგენს ელ. ბაზას, რომელიც აერთიანებს ბიბლიოგრაფიულ მონაცემებს, აბსტრაქტებსა და ციტირების მაჩვენებლებს 1995 წლიდან დღემდე.  ის მოიცავს 5000-ზე მეტი გამომცემლის 21000 დასახელების სამეცნიერო ჟურნალს, ჯამში 50 მილიონზე მეტი ჩანაწერი.

 

 

დეტალური აღწერა | წვდომა უნივერსიტეტიდან | წვდომა უნივერსიტეტის მიღმა | გზამკვლევი | ტრენინგები | დახმარება

Thomson Reuters-ის ფარგლებში უნივერსიტეტის საზოგადოებას საშუალება აქვს ისარგებლოს ორი მნიშვნელოვანი პროფუქტით: Web of Science და Journal Citation Reports. Web of Science უზრუნველყოფს სწრაფ წვდომას მსოფლიოს წამყვან 12,000 მაღალიმპაქტფაქტორიან ჟურნალზე, ღია წვდომის ჟურნალსა და 150,000 კონფერენციის მასალაზე. Journal Citation Report გვთავაზობს მსოფლიოს წამყვანი ჟურნალების სისტემურ, ობიექტურ და კრიტიკულ შეფასებას ციტირების მონაცემების საფუძველზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ხელმისაწვდომია მონაცემები 2006 წლიდან დღემდე.

დეტალური აღწერა | წვდომა უნივერსიტეტიდან წვდომა უნივერსიტეტის მიღმა | გზამკვლევი | ტრენინგები | დახმარება

Journal Citation Report გვთავაზობს მსოფლიოს წამყვანი ჟურნალების სისტემურ, ობიექტურ და კრიტიკულ შეფასებას ციტირების მონაცემების საფუძველზე. სტატიებში წყაროების მითითებების ციტირებებზე დაყრდნობით, ჟურნალების ციტირების მონაცემების (JCR) ბაზა ზომავს ჟურნალების კვლევით მნიშვნელობასა და იმპაქტს, აჩვენებს მიმართებას ციტირებულ ჟურნალსა და იმ ჟურნალებს შორის, სადაც ხდება ციტირება.

 

დეტალური აღწერა | წვდომა უნივერსიტეტიდან წვდომა უნივერსიტეტის მიღმა | გზამკვლევი | ტრენინგები | დახმარება

ბიბლიოთეკა მოიცავს სფეროებისა და მიმათულებების მრავალფეროვან სპექტრს: ბიზნესი და პოლიტიკური მეცნიერებები, მხატვრული ლიტერატურა და ფსიქოლოგია, მედიცინა და სოციალური მეცნიერებები, ხელოვნება, ისტორია და სხვ. ასევე გთავაზობთ უწყვეტ წვდომას პოპულარული აკადემიური საგნების ფართო ჩამონათვალზე. ელექტრონული ბიბლიოთეკა ასევე მოიცავს 1971 წლიდან დღემდე გამოცემულ 5000-ზე მეტი დასახელების აკადემიური ჟურნალების, სპეციფიური გამოცემებისა (მაგ.: Entertainment Weekly, The Hollywood Reporter, Variety) და გაზეთების დივერსიფიცირებულ ნაკრებს – მათ შორის სრულ ტექსტებს.

დეტალური აღწერა წვდომა უნივერსიტეტიდან წვდომა უნივერსიტეტის მიღმა | გზამკვლევი ტრენინგები დახმარება

Taylor and Francis Online აერთიანებს 1700 დასახელების ჟურნალს, რომელიც სხვადასხვა მიმართულების ფართო სპექტრს ფარავს, დაწყებული სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, დამთავრებული მეცნიერებითა და ტექნოლოგიით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ხელმისაწვდომია სტატიების სრული ტექსტები 1997 წლიდან დღემდე.

 

 

დეტალური აღწერა | წვდომა უნივერსიტეტიდან წვდომა უნივერსიტეტის მიღმა | გზამკვლევი | ტრენინგები დახმარება

Pivot TM აერთიანებს მონაცემებს მსოფლიოში მიმდინარე სამეცნიერო გრანტების შესახებ. ის დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს მოიძიოს მის დარგში არსებული პროექტები (დაფინანსების შესაძლებლობები). Pivot TM  სამეცნიერო აქტივობის დაფინანსების მოძიების მიზნით უზრუნველყოფს წვდომას მიმდინარე საგრანტო პროექტებზე (სამთავრობო და კერძო ფონდები), რომლის ჯამური ღირებულება 44 მილიარდი ამერიკული დოლარია.

 

დეტალური აღწერა წვდომა უნივერსიტეტიდან წვდომა უნივერსიტეტის მიღმა | გზამკვლევი ტრენინგები | დახმარება

ProQuest Dissertations წარმოადგენს მულტიდისციპლინურ სამეცნიერო ბაზას, რომელიც აერთიანებს 3000-მდე უნივერსიტეტში დაცული სადიპლომო ნაშრომების სრულ ტექსტებს და წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე კომპლექსურ კოლექციას. აღნიშნულ ბაზაში ხელმისაწვდომია, 1997 წლიდან დღემდე გამოცემული, როგორც სადოქტორო ასევე სამაგისტრო ნაშრომები, საერთო ჯამში ორ მილიონზე მეტი ერთეული

 

დეტალური აღწერა | წვდომა უნივერსიტეტიდან წვდომა უნივერსიტეტის მიღმა | გზამკვლევი | ტრენინგები | დახმარება

SAGE  არის მსოფლიოში აღიარებული აკადემიური გამომცემლობა, რომელიც ყოველწლიურად აქვეყნებს 900-ზე მეტ მაღალხარისხიან ჟურნალსა და ცნობარს ისეთ წამყვან სფეროებში როგორიცაა ბიზნესი, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, ტექნოლოგიები და მედიცინა.

 

 

დეტალური აღწერა წვდომა უნივერსიტეტიდან |წვდომა უნივერსიტეტის მიღმა | გზამკვლევიტრენინგები | დახმარება

LexisNexis Academic – წარმოადგენს სამეცნიერო ელექტრონულ ბაზას სამართლის მიმართულებით, რომელიც აერთიანებს 5800-ზე მეტი გამომცემლობის საინფორმაცია რესურსს.  მასში ხელმისაწვდომია ამერიკის ფედერალური და საშტატო სასამართლოების მასალები, Shepard’s-ის ციტირების სერვისი და  ასობით იურიდიული მიმოხილვა. 17 000 მეტი ბიზნეს, იურიდიული და ახალი ამბების წყარო LexisNexis Academic-ს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და სრულ საკვლევ ინსტრუმენტად აქცევს. მიიღეთ წვდომა ათასობით გაზეთზე, პერიოდულ გამოცემაზე, ტელევიზიასა და რადიო გადაცემებზე, ახალ ამბებსა და ბლოგებზე, ასევე კორპორატიულ ცნობარებსა და ფინანსურ ინფორმაციაზე.

დეტალური აღწერა წვდომა უნივერსიტეტიდან | წვდომა უნივერსიტეტის მიღმა | გზამკვლევი | ტრენინგები დახმარება

EBSCO წარმოადგენს ჟურნალებისა და საცნობარო გამოცემების უდიდეს კოლექციას, რომელიც მოიცავს: 13,100 სამეცნიერო გამოცემას, მათ შორის 4,600 ჟურნალს სტატიების სრული ვერსიებით, 8,500 ჟურნალს ინდექსირებული სტატიებითა და აბსტრაქტებით. ის აერთიანებს შემდეგ დარგებს: საინფორმაციო ტექნოლოგიები, ჰუმანიტარული, სოციალური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო, საინჟინრო მეცნიერებები, ჯანდაცვა და მედიცინა, ბიზნესი, მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები და ეკონომიკა, საბიბლიოთეკო საქმე და მენეჯმენტი.

დეტალური აღწერა | წვდომა უნივერსიტეტიდან | წვდომა უნივერსიტეტის მიღმა | გზამკვლევი | ტრენინგები დახმარება

მულტიდისციპლინური სამეცნიერო არქივი. ათასობით აკადემიური ჟურნალი და გამოცემა.

 

 

 

 

დეტალური აღწერა წვდომა უნივერსიტეტიდან | წვდომა უნივერსიტეტის მიღმა | გზამკვლევი | ტრენინგები დახმარება

ბაზაში ხელმისაწვდომია ელექტრონული წიგნების სრული ვერსიები. ამ ეტაპზე კოლექცია მოიცავს 63 დასახლების ელ. წიგნს შემდეგი მიმართულებებიდან: ისტორია, რელიგია, სოციოლოგია, მუსიკა, ხელოვნება და ანთროპოლიგია.

 

 

 

დეტალური აღწერა | წვდომა უნივერსიტეტიდან წვდომა უნივერსიტეტის მიღმა | გზამკვლევი | ტრენინგები დახმარება

აერთიანებს ბიოლოგიურ, ეკოლოგიურ და გარემოს დაცვის მეცნიერებებს.

 

 

 

 

დეტალური აღწერა | წვდომა უნივერსიტეტიდან | წვდომა უნივერსიტეტის მიღმა | გზამკვლევი | ტრენინგები დახმარება

Project Muse – სამეცნიერო ელექტრონული ბაზა, რომელიც აერთიანებს საინფორმაციო რესურსებს სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ ეტაპზე შესაძლებელია მხოლოდ ღია წვდომის ჟურნალებით სარგებლობა.

 

 

დეტალური აღწერა | წვდომა უნივერსიტეტიდან | წვდომა უნივერსიტეტის მიღმა | გზამკვლევი | ტრენინგები დახმარება

კემბრიჯის უნივერსიტეტის რეფერირებადი და სამეცნიერო ჟურნალების ციფრული არქივი. ჰუმანიტარული, სოციალური, საბუნებისმეტყველო, პოლიტიკური და ეკონომიკური მეცნიერებები, ხელოვნება, მედიცინა, სოფლის მეურნეობა და საინფორმაციო ტექნოლოგიები. 250-ზე მეტი ჟურნალი.

 

 

დეტალური აღწერა | წვდომა უნივერსიტეტიდან | წვდომა უნივერსიტეტის მიღმა | გზამკვლევი | ტრენინგები დახმარება

სოციალური, ჰუმანიტარული, ეკონომიკური, პოლიტიკური, საინჟინრო, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ხელოვნება, ბიზნესი და ეკონომიკა. 136 ჟურნალი.

 

 

 

 

დეტალური აღწერა | წვდომა უნივერსიტეტიდან | წვდომა უნივერსიტეტის მიღმა | გზამკვლევი | ტრენინგები დახმარება

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) წარმოადგენს ელექტრონულ რესურს, რომელიც უზრუნველყოფს წვდომას IMF-ის პერიოდულ გამოცემებზე, წიგნებზე, სამუშაო დოკუმენტებსა და კვლევებზე, ისევე, როგორც სტატისტიკური მონაცემების ანალიზზე. აერთიანებს რესურსებს მაკროეკონომიკაზე, გლობალიზაციაზე, ვაჭრობასა და სუბსიდიებზე, ისევე როგორც ტექნიკურ მხარდაჭერაზე, დემოგრაფიაზე, განვითარებად ქვეყნებზე, სიღარიბის დაძლევასა და სხვ.

 

დეტალური აღწერა | წვდომა უნივერსიტეტიდან წვდომა უნივერსიტეტის მიღმა | გზამკვლევი ტრენინგები | დახმარება

აერთიანებს ბიოლოგიურ, ფიზიკისა და საინჟინრო–მათემატიკურ მეცნიერებებს.

 

 

 

 

დეტალური აღწერა | წვდომა უნივერსიტეტიდან | წვდომა უნივერსიტეტის მიღმა | გზამკვლევი | ტრენინგები დახმარება

მულტიდისციპლინური აკადემიური საცნობარო გამოცემა.

 

 

 

 

 

დეტალური აღწერა წვდომა უნივერსიტეტიდან წვდომა უნივერსიტეტის მიღმა | გზამკვლევი | ტრენინგები დახმარება

აერთიანებს ნაშრომებს, რომლებშიც ყურადღება გამახვილებულია შინაგანი ორგანოების მედიცინაზე და მისი ქვესპეციალობების დარგებზე, მათ შორის არის – კარდიოლოგია, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ენდოკრინოლოგია, გასტროენტეროლოგია, ჰემატოლოგია/ონკოლოგია, იმუნოლოგია/ალერგია, ინფექციური დაავადება, ნეფროლოგია, ნევროლოგია/ნეიროქირურგია, ფილტვების მკურნალობა და რევმატოლოგია.

 

დეტალური აღწერა წვდომა უნივერსიტეტიდან | წვდომა უნივერსიტეტის მიღმა | გზამკვლევი | ტრენინგები დახმარება

ელ. ბაზა აერთიანებს ედვარდ ელგარის გამომცემლობის (Edward Elgar Publishing) 280 დასახელების ელექტრონული წიგნის სრულ ვერსიებს განვითარების კვლევების მიმართულებით და მოიცავს შემდეგ დარგებს: ფინანსები, საჯარო მართვა, მიგრაცია, ჯანდაცვა, ინტელექტუალური საკუთრება, სამართალი, კვლევის მეთოდები. ამავე ბაზაში ხელმისაწვდომია ხუთი დასახელების საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის სრული ტექსტები, რომელიც მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა სამართალი, ეკონომიკა და მენეჯმენტი.

 

დეტალური აღწერა | წვდომა უნივერსიტეტიდან | წვდომა უნივერსიტეტის მიღმა | გზამკვლევი | ტრენინგები დახმარება

მულტიდისციპლინური ელექტრონული ბიბლიოთეკა. 33,000-ზე მეტი წიგნი სხვადასხვა სფეროში.

 

 

 

 

დეტალური აღწერა | წვდომა უნივერსიტეტიდან | წვდომა უნივერსიტეტის მიღმა | გზამკვლევი | ტრენინგები დახმარება

Journal of Autism and Developmental Disorders არის საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალი, რომელიც გამოიცემა 1971 წლიდან (თავდაპირველი სახელწოდებით Journal of Autism and Childhood Schizophrenia) მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო გამომცემლობაSpringer-ის მიერ. ჟურნალი ფოკუსირებულია აუტისტური სპექტრის აშლილობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებთან.

 

დეტალური აღწერა | წვდომა უნივერსიტეტიდან | წვდომა უნივერსიტეტის მიღმა | გზამკვლევი ტრენინგები დახმარება

HINARI – ელექტრონული ბაზა, რომელსაც  კოორდინირებას უწევს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO), მომხმარებელს სთავაზობს  წვდომას ბიომედიცინის, ჯანდაცვისა და სხვა მომიჯნავე დარგების ყველაზე ავტორიტეტულ ჟურნალებზე.

2002 წელს დაფუძნებული ელექტრონული ბაზა  აერთიანებს 1500-ზე მეტ ჟურნალს. საინფორმაციო რესურსები ხელმისაწვდომია  30 განსხვავებულ ენაზე, მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან. საერთო ჯამში, სხვადასხვა გამომცემლობებთან თანამშრომლობის საფუძველზე,  თავმოყრილია 42 000-ზე მეტი საინფორმაციო რესურსი, მათ შორის სტატიების სრული ტექსტები.

შენიშვნა: ბაზის გამოყენებისთვის აუცილებელი პაროლის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ ბიბლიოთეკას.

 

დეტალური აღწერა | წვდომა უნივერსიტეტიდან | წვდომა უნივერსიტეტის მიღმა | გზამკვლევი ტრენინგები დახმარება

ჟურნალი “იდენტობის კვლევები” არის რეცენზირებადი, სამეცნიერო ჟურნალი, რომელიც შეიქმნა 2009 წელს შვეიცარიის სამეცნიერო საგრანტო ფონდის მხარდაჭერით. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ინტერდისციპლინარული ცოდნის ფორმირებასა და გავრცელებას კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. ჟურნალში გამოყენებული ძირითადი დისციპლინებია: სოციოლოგია, პოლიტოლოგია, კულტურის კვლევები, ფილოსოფია და ფსიქოლოგია. ჟურნალი გამოიცემა თანამედროვე კვლევით ინსტიტუტში (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო).

დეტალური აღწერა | წვდომა უნივერსიტეტიდან | წვდომა უნივერსიტეტის მიღმა | გზამკვლევი ტრენინგები დახმარება

“კადმოსი” რეფერირებადი სამეცნიერო გამოცემაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სამეცნიერო კვლევებს ქართველოლოგიის დარგში, მათ შორის, ლიტერატურათმცოდნეობაში, ენათმეცნიერებაში, ფილოსოფიაში, კულტურულ ანთროპოლოგიასა (ეთნოგრაფია, ეთნოლოგია, მითოლოგია) და ისტორიაში (არქეოლოგია). ჟურნალი წელიწდეულია და გამოიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელშეწყობით.


დეტალური აღწერა
 | წვდომა უნივერსიტეტიდან | წვდომა უნივერსიტეტის მიღმა | გზამკვლევი ტრენინგები დახმარება

eprints ილიაუნის საცავი არის ინსტიტუციური რეპოზიტორიუმის სერვისი კვლევითი მასალებისათვის: ჟურნალის სტატიები, კონფერენციის სტატიები, წიგნები და წიგნის თავები.

ელექტრონული კატალოგის მეშვეობით შესაძლებელია საცავში განთავსებულ პუბლიკაციებში ძიება განხორციელდეს სხვადასხვა კატეგორიებით.

მაგ: ავტორის, წლის, თემისა და ინსტიტუტის მიხედვით.

დეტალური აღწერა წვდომა უნივერსიტეტიდან | წვდომა უნივერსიტეტის მიღმა | გზამკვლევი ტრენინგებიდახმარება

Iliauni Open Journal Systems არის ილიაუნის  სამეცნიერო ჟურნალების საცავი.

იგი აერთიანებს ისეთ ჟურნალებს, როგორებიცაა: Etudes Interdisciplinaires en Sciences humaines; Identity Studies in the Caucasus and the Black Sea Region; Reconstructions of history; ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია – Health Policy Economics and Sociology.

საცავში ძიება შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა კატეგორიებით. მაგ: ავტორის, წლის, თემისა და ინსტიტუტის მიხედვით.

დეტალური აღწერა | წვდომა უნივერსიტეტიდან | წვდომა უნივერსიტეტის მიღმა | გზამკვლევი ტრენინგებიდახმარება
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
Facebook