სამეცნიერო ბაზების ძვირფასო მომხმარებლებო,

2016 წლის ნოემბრიდან ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება სამეცნირო ბაზის  eHRAF  ორი მოდული.

Human Relations Area Files (HRAF) არის საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაცია კულტურული ანთროპოლოგიის სფეროში, რომელიც დაარსდა იელის უნივერსიტეტში 1949 წელს. HRAF-ის მიზანია ხელი შეუწყოს და წაახალისოს ადამიანის კულტურის, საზოგადოებისა და ქცევის კულტურათაშორისი შესწავლა. HRAF მოიცავს ორ ელექტრონულ სამეცნიერო ბაზას სწავლებისა და კვლევებისათვის:  eHRAF მსოფლიო კულტურებს და eHRAF არქეოლოგიას.

eHRAF შექმნილია კულტურათაშორისი მკვლევარების მიერ და გამოიყენებენ როგორც სტუდენტები, ასევე აკადემიური პერსონალი, იმისათვის რომ შეისწავლონ და აღმოაჩინონ ანთროპოლოგიური კონცეფციები.

ბაზის ძირითადი მახასიათებლებია:

  • ეთნოგრაფიული მონაცემთა ორგანიზება რეგიონის, ქვე-რეგიონის და კულტურების მიხედვით.
  • ძიების ინსტრუმენტები მოიცავს როგორც მარტივ ასევე კომპლექსურ ძიებას კულტურის, სათაურის ან თემის მიხედვით.
  • სრულყოფილი მიმოხილვა მოიცავს ისეთ თემებს როგორიცაა: ეკონომიკა, ისტორია და კულტურული ურთიერთობები, ოჯახი და ნათესაობა, სოციალურ-პოლიტიკური ორგანიზაცია, რელიგია.

eHRAF მსოფლიო კულტურების ბაზაზე წვდომისთვის ეწვიეთ ბმულს, eHRAF არქეოლოგიის ბაზაზე წვდომისთვის კი ამ ბმულს

აღნიშნული სამეცნიერო ბაზები ხელმისაწვდომია მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქსელში ჩართული კომპიუტერებიდან.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ.

Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus