2015 წლის 24 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით ელ. პლატფორმას Ebscohost საცდელ რეჟიმში დაემატა შემდეგი დასახელების სამეცნიერო ელექტრონული ბაზები:

Legal Source  –  მოიცავს 870-ზე მეტი დასახელების ჟურნალს, 300-მდე იურიდიულ მიმოხილვას და საშუალებას იძლევა ვისარგებლოთ სრულიტექსტებით. აღნიშნული მონაცემთა ბაზა წარმოადგენს სამართლებრივი სამყაროს მიმდინარე საკითხების, კვლევების დატენდენციების ავტორიტეტულ წყაროს. ელ. ბაზა მოიცავს ისეთ სამართლებრივ თემებს , როგორიცაა სისხლის სამართალი,საერთაშორისო სამართალი, ორგანიზებული დანაშაული, სამედიცინო სამართალი, შრომისა და ადამიანური რესურსების სამართალი, ეთიკისდა გარემოს სამართალი.

Education Source – მოიცავს განათლების მიმართულებით 1700-ზე მეტი სამეცნიერო ჟურნალის სტატიების სრულ ტექსტებს. აღნიშნული საინფორმაციო რესურსი ფარავს განათლების ყველა დონეს ადრეული ბავშვობიდან უმაღლეს საფეხურამდე.

Applied Science & Technology Source  –   აერთიანებს 1400 მეტი დასახელების ჟურნალის სტატიების სრულ ტექსტებს, რომელიც მოიცავსგამოყენებით მეცნიერებებსა და კომპიუტერულ დისციპლინებს.  გამოყენებითი  მეცნიერებები და ტექნოლოგიური წყაროები ეყრდნობაინჟინერიის ტრადიციულ ამოცანებსა და ასევე კვლევებს, რომელიც ეხება ახალი ტექნოლოგიების ბიზნესსა და სოციალურ რისკებს.

აღნიშნული ბაზებით სარგებლობისთვის  მიჰყევით ბმულს  და  ჩამონათვალში აირჩიეთ EBSCO. ბაზებით სარგებლობა შეგიძლიათ, როგორც უნივერსიტეტის ქსელში ჩართული კომპიუტერებიდან,  ასევე მის მიღმა.

AppliedSciandTechSource_Masthead_Web (1) EducationSource_Masthead_Web LegalSource_Masthead_Web

Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus