ელექტრონული ბაზების ძვირფასო მომხმარებლებო,
მოგახსენებთ, რომ EBSCOhost-ს ერთთვიანი წვდომის რეჟიმში დაემატა სამი ქვებაზა:
Humanities Source – მოიცავს 1480 დასახელების ჟურნალს და სამეცნიერო სტატიების სრულ ვერსიებს 1900 წლიდან დღემდე. აერთიანებს შემდეგ მიმართულებებს: არქეოლოგია, ხელოვნება, კომუნიკაცია, ფოლკლორი, კლასიკური ფილოლოგია, ისტორია, ჟურნალისტიკა, ლინგვისტიკა, ლიტერატურა, მუსიკა, ფილოსოფია, რელიგია, თეოლოგია და სხვ. აქვე შეგახსენებთ, რომ ეს ქვებაზა მოიცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალს – „კადმოსი”.
Religion and Philosophy Collection – ბაზა გათვლილია რელიგიისა და ფილოსოფიის მიმართულების სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის. ის აერთიანებს 300 დასახელების ჟურნალს, სტატიების სრული ვერსიით 1911 წლიდან დღემდე. მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ბიბლიის კვლევები, ეპისტომოლოგია, ფილოსოფიის ისტორია, ენის ფილოსოფია, პოლიტიკური ფილოსოფია, რელიგიის ისტორია და სხვ.
SocINDEX with Full Text – წარმოადგენს მონაცემთა ბაზას სოციოლოგიის მიმართულებით, მოიცავს 3000-მდე დასახელების სამეცნიერო ჟურნალს, მონოგრაფიებს და საკონფერენციო მასალებს 1895 წლიდან დღემდე. აერთიანებს შემდეგ მიმართულებებს: გენდერის კვლევები, დემოგრაფია, პოლიტიკური სოციოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია, სოციალური სამუშაო, სოციალურ-კულტურული ანთროპოლოგია, ძალადობა და სხვ.

Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus