EBSCO-ს რეგიონური წარმომადგენლები ილიაუნის ბიბლიოთეკაში
2014 წლის 28 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ გამართა პრეზენტაცია „EBSCO – მულტიდისციპლინარული სამეცნიერო ბაზის მოხმარების ინსტრუქციები და ძირითადი უპირატესობები.” პრეზენტაციას უძღვებოდნენ EBSCO-ს რეგიონური წარმომადგენლები – ბ-ნი ანდრეი საკალოუ და ბ-ნი რეიკო რაიე.

მოგახსენებთ, რომ EBSCO-ს მონაცემთა ბაზები მოიცავს მეცნიერების თითქმის ყველა დარგს და მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა რესურსების (სტატიები, ელ. წიგნები, ანგარიშები, საკონფერენციო მასალები, სამთავრობო დოკუმენტები, გაზეთები) ინდექსირებულ და სრულ ვერსიებს. ამ ეტაპზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მკითხველებისთვის ხელმისაწვდომია EBSCO-ს შემდეგი ელ. ბაზები:

• Academic Search Premier
• AHFS Consumer Medication Information
• Business Source Premier
• Ebook Academic Collection
• Ebook Collection
• EconLit with Full Text
• Environment Compete
• ERIC
• Health Policy Reference Center
• Health Source – Customer Edition
• Health Source: Nursing Academic Edition
• Humanities International Complete
• Humanities Source
• Library, Information Science and Technology Abstracts
• MasterFile Premier
• MEDLINE
• Political Science Complete
• Regional Business News

აქვე შეგახსენებთ, რომ EBSCO-ს მონაცემთა ბაზებში ინდექსირებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალები – „კადმოსი” და „Identity Studies”.

 

eb_1 eb_2 eb_3

Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus