2017 წლის 7 თებერვალს. 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის ბიბლიოთეკა, კომპანია EBSCO-სთან ერთად, გიწვევთ სემინარზე, რომლის მიზანია აღნიშნული სამეცნიერო ელექტრონული პლატფორმის საგანმანათლებლო და კვლევით პროცესებში გამოყენების  კუთხით  არსებული სიახლეების წარმოდგენა.

შეხვედრის თემებია:

  • EBSCO სამეცნიერო ელექტრონული ბაზები, როგორც სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესების საშუალება;
  • EBSCO Discovery Service – არსი და შესაძლებლობები.

პრეზენტაციას გაუძღვება კომპანია EBSCO-ს რეგიონული მენეჯერი, რომან პიონტეკი.

შეხვედრაზე დასწრებას შეძლებენ მხოლოდ დარეგისტრირებული მონაწილეები. გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე: https://www.surveymonkey.com/r/JZY3HZZ

კომპანიის შესახებ

სამეცნიერო რესურსების მომწოდებელი კომპანია EBSCO მსოფლიოს მასშტაბით თანამშრომლობს 9 000-ზე მეტ ბიბლიოთეკასთან ასამდე ქვეყანაში.  ის მოიცავს ერთიანი ძიების ინსტრუმენტს EBSCO Discovery Service, EBSCONET® – ელექტრონული წიგნების მართვის საერთო სისტემას და EBSCOhost® – მსოფლიო ლიდერს ფასიან ონლაინ საძიებლებში. ის აერთიანებს მონაცემთა ბაზებს სრული ტექსტებით, თემატურ ინდექსებს და ისტორიულ ციფრულ არქივებს. EBSCO უზრუნველყოფს წვდომას 57 000 სამეცნიერო ჟურნალზე და თითქმის 700 000 ელექტრონულ წიგნზე.

დრო: 7 თებერვალი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5, ვაკის პარკის პირდაპირ), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus