გიორგი ყუფარაძე – საგადასახადო პოლიტიკა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში

  •   
  •   
  •   

დამატებითი ინფორმაცია:

ავტორი: გიორგი ყუფარაძე
წელი: 2013
ISBN: 978-9941-0-6119-6
გამომცემლობა: „ვი აი პი პრინტ“
ანოტაცია:

გიორგი ყუფარაძე, ეკონომისტი და სოციოლოგიის მაგისტრი, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსი, ჟურნალ „კავკასიის ეკონომიკური სამკუთხედის“ სამეცნიერო რედაქტორი, ნაშრომში განიხილავს საგადასახადო და საინვესტიციო პოლიტიკის თეორიულ მოდელებსა და მიდგომებს, საგადასახადო პოლიტიკის საკითხებსა და გლობალიზაციას, ახალი ეკონომიკური გეოგრაფიის მოდელებს, საინვესტიციო გარემოს მნიშვნელოვან ასპექტებს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების როლსა და მოტივაციას გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში. გამოცემაში საქართველოს მაგალითზე შესწავლილია, ასევე, საგადასახადო და საინვესტიციო პოლიტიკის ურთიერთმიმართება, დინამიკა და ანალიზი 2005-2012 წლებისათვის. გამოცემას დაერთვის რეზიუმე ინგლისურ ენაზე, ბიბლიოგრაფია, სტატისტიკური ცხრილები. ნაშრომი განკუთვნილია მეცნიერ-მკვლევართა და პრაქტიკოსებისათვის, ასევე, დაინტერესებული მკითხველების ფართო წრისათვის.