ბადრი ჯინჭარაძე – აპოლონ ჯინჭარაძე და მისი ერთი აღმოჩენის ისტორია

  •   
  •   
  •   

დამატებითი ინფორმაცია:

ავტორი: ბადრი ჯინჭარაძე
წელი: 2009
ISBN: 978-9941-0-2058-2
ანოტაცია:

აპოლონ ჯინჭარაძემ (1961-1989 წწ.), ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატმა, მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა, ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარემ, რუსეთის სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა, საკუთარი წვლილი შეიტანა გენომის დაქტილოსკოპიის მეთოდის შექმნა-დამუშავებაში, რისთვისაც მიენიჭა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტის პირველი პრემია, პირველი ადგილი და მედალი საბჭოთა კავშირის სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე. მისი საკანდიდატო დისერტაცია საბჭოთა ბიოლოგიის მეცნიერების უკანასკნელი პერიოდის უმნიშვნელოვანეს მიღწევად აღიარეს. განსახილველ გამოცემაში აპოლონ ჯინჭარაძის ცხოვრებისა და მიღწევების, მისი ოჯახისა და გარემოს, ინტერესების, მისი აღმოჩენის მნიშვნელობისა და მის მიმართ საბჭოთა კავშირისა და მსოფლიოს მეცნიერთა დამოკიდებულების შესახებ შესაბამისი საბუთების დართვით გადმოსცემს წიგნის ავტორი, აპოლონის ძმა, ექიმი ბადრი ჯინჭარაძე. გამოცემას თან ერთვის ფოტო მასალა.