ალფრედ რასელ უოლესი

  •   
  •   
  •   

დამატებითი ინფორმაცია:

ავტორი:
ანოტაცია:

ალფრედ რასელ უოლესმა (Alfred Russel Wallace,1823-1913 წწ.), ინგლისელმა ნატურალისტმა, გეოგრაფმა, ბიოლოგმა, ანთროპოლოგმა და მოგზაურმა, ზოოგეოგრაფიის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, სამეფო, საფრანგეთის გეოგრაფიული საზოგადოების, დარვინისა და სხვა მედლებისა და ორდენების ლაურეატმა, განსახილველი სტატია დაწერა 1858 წელს (მას წინ უძღოდა სტატია სახელწოდებით „ახალ სახეობათა წარმოშობის მარეგულირებელი კანონის შესახებ“, დაწერილი 1855 წელს). სტატიაში საუბარია პროგრესული ევოლუციისათვის ბუნებრივი გადარჩევის როლის შესახებ. დარვინის შეხედულებებისაგან განსხვავებით, ავტორი მიიჩნევს, რომ ადამიანის გონებრივი და ზნეობრივი თვისებები ვერ ვითარდება ბუნებრივი გადარჩევისას. იგი ხაზს უსვამს მსოფლიოში ცხოველების გავრცელების თავისებურებათა ისტორიულ მიზეზებსაც. გარდა იმისა, რომ ეს სტატია წარმოადგენს ევოლუციის თეორიის ერთ-ერთ უადრეს გამოკვლევას, იგი მნიშვნელოვანია იმ გარემოებით, რომელშიც ის გამოქვეყნდა. ავტორმა ნაშრომი გაუგზავნა ჩ. დარვინს თხოვნით, გაეცნო იგი ლინეს სამეცნიერო საზოგადოებისათვის. დარვინი სტატიის წაკითხვამ მიახვედრა, რომ უოლესმა დაამუშავა ჰიპოთეზა ევოლუციის შესახებ უფრო ფართოდ, ვიდრე მან, და გააანალიზა მასალა არა მხოლოდ შინაურ ცხოველებზე დაყრდნობით, რომელსაც ძირითადად იყენებდა დარვინი, არამედ ველურ ბუნებაზე დაყრდნობითაც. დარვინი განსაკუთრებით გააოცა უოლესის მიერ იმავე ტერმინოლოგიის გამოყენებამ, რომლებიც გამოყენებული იყო მის „ნარკვევში ევოლუციის შესახებ“ და უოლესის მიერ მალთუსის თეორიის დამოწმებამ. იგი დადებითად გამოეპასუხა უოლესის სტატიას, და ორ მეცნიერს შორის დაიწყო მიმოწერა, რომელშიც დარვინი გაკვრით შენიშნავდა, რომ ამ პრობლემას დიდი ხნის განმავლობაში ამუშავებდა და წერდა ვრცელ ნაშრომს სახეობათა წარმოშობის შესახებ. დარვინმა, მეგობრების რჩევით, უოლესის სტატიასთან ერთად ლინეს საზოგადოებას საკუთარი გამოკვლევების მოკლე ნარკვევი-რეზიუმეც გადასცა. გარდა ამისა, დარვინის მეგობრებმა, საკუთარი ინიციატივით, უოლესის სტატია და დარვინის ნარკვევი წარუდგინეს სამეფო საზოგადოებასაც. უოლესმა ეს ყოველივე დიდსულოვნებად მიიჩნია, აღიარა დარვინის პირველობა და საკუთარ პირველობაზე არასდროს გამოუთქვამს პრეტენზია.