ადამ სმითი

 
  •   
  •   
  •   

დამატებითი ინფორმაცია:

ავტორი:
ანოტაცია:

ნაშრომი წარმოადგენს შოტლანდიელი ეკონომისტისა და ფილოსოფოსი-ეთიკოსის, ადამ სმიტის (1723-1790 წწ.) ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევარს. წიგნმა უდიდესი გავლენა მოახდინა ეკონომიურ თეორიაზე და კლასიკურ პოლიტეკონომიას ჩაუყარა საფუძველი. მასში ავტორმა გადაამუშავა მისი თანამედროვე საუკეთესო საზოგადოებრივი შეხედულებები და სამეურნეო თავისუფლების მოთხოვნა მიზანშეწონილობის ფილოსოფიურ პრინციპსა და ადამიანური ბუნების ძირითად თვისებებს დაუკავშირა. ავტორი ნაშრომში იძლევა საკუთარ შეხედულებას სახელმწიფოს როლის შესახებ ეკონომიკაში. ამ თეორიის მიხედვით, რომელსაც მოგვიანებით კლასიკური ეწოდა, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ადამიანის სიცოცხლესა და მის უძრავ ქონებაზე, გადაწყვიტოს დავები და უზრუნველჰყოს კანონთა დაცვა. საბაზრო ეკონომიკის სისტემის აღწერისას ავტორი ასაბუთებს, რომ სწორედ მეწარმის სწრაფვას თავისი პირადი ინტერესების მიღწევისაკენ, მისი ნებისა და შემეცნების მიუხედავად, მოაქვს ეკონომიკური სარგებელი მთელი საზოგადოებისათვის. ამგვარი შედეგის მიღწევის უმთავრეს პირობას კი წარმოადგენს ძირითადი ეკონომიკური თავისუფლების მინიჭება სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ყველა სუბიექტისათვის, კერძოდ, ეს არის საქმიანობის სფეროს არჩევის თავისუფლება, გადაწყვეტილებათა მიღების თავისუფლება, კონკურენციისა და ვაჭრობის თავისუფლება.
ნაშრომი გამოქვეყნდა 1776 წლის 9 მარტს და ავტორის სიცოცხლეშივე კიდევ ოთხჯერ გამოიცა ინგლისში. ამას გარდა, იგი ითარგმნა და გავრცელდა საფრანგეთსა და გერმანიაში.