A Rational Design for a Weighted Finite-State Transducer Library

  •   
  •   
  •   

დამატებითი ინფორმაცია:

ავტორი: Mehryar Mohri , Fernando Pereira , Michael Riley
ანოტაცია:

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კურანტის სახელობის მათემატიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის კომპიუტერული მეცნიერების პროფესორი მერაიარ მორი, „Google“-ის სამეცნიერო დირექტორი და პენსილვანიის უნივერსიტეტის კომპიუტერულ და საინფორმაციო მეცნიერებათა განყოფილების ხელმძღვანელი ფერნანდო პერეირა, „Google“-ის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და „აწონილი სასრული გადამყვანების“ („Weighted Finite-State Transducers“) თეორიის შემქმნელი მაიკლ რეილი, ცნობილნი არიან საკუთარი გამოკვლევებით კომპიუტერულ მეცნიერებებში და ბუნებრივ ენაზე წარმოთქმული ტექსტთა კომპიუტერულ დამუშავებისა და სიტყვებად დახარისხების ტექნოლოგიათა სფეროში. გამოცემაში აღწერილია აწონილი სასრული გადამყვანების ბიბლიოთეკის ალგორითმული და პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინის პრინციპები სასრული გადამყვანებისათვის. ავტორები მიუთითებენ, რომ ამ ბიბლიოთეკის ძირითად მიზანს წარმოადგენს ალგორითმებისა და გამოსახულებათა განსაზღვრა სიმბოლოთა დამუშავების პროცესის ყველა კომპონენტისათვის, როგორიცაა ენობრივი მოდელები, ლექსიკონები, აკუსტიკური რეალიზაციის წესები და სხვ., მეტყველების გამოცნობის სისტემის ვრცელ ლექსიკონში. მაღალი დონის განზოგადება, მოდულარობა და ეფექტურობა ბიბლიოთეკას ფასეულს ხდის, გამოყენებული იქნას ისეთი განსხვავებული ტიპის ენობრივ პროცესებშიც, როგორიც არის ჩინური ტექსტის სიტყვებად დანაწევრება. რაციონალური ხარისხობრივი რიგი ბიბლიოთეკას აძლევს თეორიულ საფუძველს, განსაზღვროს მისი ყველა ობიექტისა და მოქმედების მნიშვნელობა და შექმნას მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობებიც. ბიბლიოთეკა გამოიყენება სხვადასხვა, ინდივიდუალური და სინქრონული მეტყველების გამოცნობისათვის AT&T და Lucent Bell ლაბორატორიებში.