toolbar powered by Conduit
თავფურცელი
Maritime archaeology

Lawrence E. Babits, Hans Van Tilburg

Maritime archaeology, a Reader of Substantive and Theoretical Contributions

Plenum Publishing Corporation, 1998

წიგნი წარმოადგენს  ნაშრომების კრებულს, რომელიც  განიხილავს საზღვაო არქეოლოგიის  თეორიას და პრაქტიკას მისი დასაწყისიდან (1940 წ.) 1990 წ.-მდე. ეს არის პირველი ამომწურავი წყარო, რომელიც მოიცავს ისტორიას, კვლევის მეთოდებს, ტექნიკურ განვითარებებს და ბიბლიოგრაფიას.

გამოცემაში წარმოდგენილია მეცნიერების, დილეტანტების და განძის მაძიებლების განსხვავებული მოსაზრებები წყალქვეშა რესურსების საკამათო საკითხებზე.

წიგნი შედგება 9 ნაწილის, 49 თავის და 590 გვერდისგან, თითოეული მთავრდება ბიბლიოგრაფიით. სტუდენტები უფრო სრულყოფილ წყაროს ვერ ნახავენ.

***

წიგნის ავტორები არიან ლოურენს ბაბიტსი და ჰანს ვან ტილბურგი.

ლოურენს ბაბიტსი არის ამერიკელი არქეოლოგი, ისტ კაროლინას უნივერსიტეტის საზღვაო მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორი. მას განათლება მიღებული აქვს მერილენდის და ბრაუნის უნივერსიტეტებში.

ჰანს ვან ტილბურგმა  განათლება მიიღო ისტ  კაროლინას და ჰავაის უნივერსიტეტებში. ამ უკანასკნელში ასწავლიდა  საზღვაო არქეოლოგიას და ისტორიას. ამჟამად არის ეროვნული საოკეანო და ატმოსფერული ადმინისტრაციის (NOAA) საზღვაო მემკვიდრეობის კოორდინატორი წყნარი ოკეანის კუნძლულების რეგიონში.

სარჩევი

აღწერა-ანოტაცია გამომცემლისგან