Cambridge Journals არის კემბრიჯის უნივერსიტეტის რეფერირებადი და სამეცნიერო ჟურნალების ციფრული არქივი, რომელიც მოიცავს 250-ზე მეტ რეცენზირებულ სამეცნიერო ჟურნალს ისეთ წამყვან სფეროებისა როგორიცაა: ჰუმანიტარული, სოციალური, საბუნებისმეტყველო, პოლიტიკური და ეკონომიკური მეცნიერებები, ხელოვნება, მედიცინა, სოფლის მეურნეობა და საინფორმაციო ტექნოლოგიები.

იგი წარმოადგენს “Cambridge University Press”-ის ნაწილს, რომელიც არის როგორც აკადემიური, ასევე საგანმანათლებლო გამომცემელი. “Cambridge University Press” დაარსდა 1534 წელს და წარმოადგენს მსოფლიოს ყველაზე ძველ გამომცემლობას და ასევე უძველეს საუნივერსიტეტო პრესას. დღეისათვის მას უჭირავს წამყვანი პოზიციები გლობალურ ბაზარზე, გააჩნია 50-ზე მეტი ოფისი მსოფლიო მაშტაბით და ავრცელებს თავის პროდუქციას თითქმის ყველა ქვეყანაში.  ჟურნალების ელ. ვერსიების ინტერნეტით გავრცელებამ განვითარებად ქვეყნებში შეხწევადობას შეუწყო ხელი, სწორედ ამიტომ დღეისათვის “Cambridge Journals” არის ხელმისაწვდომი, როგორც ბეჭვდითი ასევე ონლაინ რეჯიმში.

Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus