ბიბლიოთეკების გამოფენა
28 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ქართული ციფრული ბიბლიოთეკების პირველი გაერთიანებული გამოფენა გაიხსნა.
თანამედროვე მსოფლიოში ციფრული ტექნოლოგიების განვითარება და ელექტრონული რესურსების შექმნა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მაჩვენებელია. ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაგეგმილი გამოფენა ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშია იმისა, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანაა.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდენ და თავიანთ პროდუქტს წარმოადგენდნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, საბიბლიოთეკო ასოციაცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, lib.ge, lit.ge, ახალი სკოლა და სხვ.