სამეცნიერო ელექტრონული ბაზების ძვირფასო მომხმარებლებო,

2016 წლის 22  თებერვლიდან  20 მაისის ჩათვლით, თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება  საერთაშორისო  საგამომცემლო კომპანიის BenthamSciences  სამეცნიერო ჟურნალები.

Bentham Sciences აერთიანებს მაღალ იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალებს შემდეგი დარგში: მედიცინა, ფსიქიატრია, ფარმაცია, ბიოქიმია, იმუნოლოგია, ბიოტექნოლოგია, ბიომედიცინა, ნანოტექნოლოგიები, საინჟინრო მეცნიერებები, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია 2014-2015 წლებში  გამოცემული სტატიების სრული ვერსიები.

სტატიების სანახავად მიყევით ბმულს, ვებ-გვერდის საშუალებით სასურველი რესურსი შეგიძლიათ მოძებნოთ ჟურნალის დასახელების ან მიმართულების მიხედვით.

Bentham Sciences  ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნეტ ქსელში ჩართული კომპიუტერებიდან.

გამოიყენეთ ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსები მაღალი ხარისხის წარმატებული კვლევების  ჩასატარებლად.

Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus