2014 წლის 20 ოქტომბრიდან  2015 წლის 15 იანვრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი იქნებასაერთაშორისო  საგამომცემლო კომპანიის Bentham Sciences სამეცნიერო ჟურნალები.

Bentham Sciencesაერთიანებს მაღალ იმპაქტფაქტორიან ჟურნალებს შემდეგი დარგებიდან: მედიცინა, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები, ფსიქიატრია, ფარმაცია, ნანოტექნოლოგიები, საინჟინრო მეცნიერებები, ბიოქიმია, იმუნოლოგია, ბიოტექნოლოგია, ბიომედიცინა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მკითხველთათვის ხელმისაწვდომია ბოლო ორ წელში (2013-2014)  გამოცემული სტატიების სრული ვერსიები.

სტატიების სანახავად მიყევით ბმულს, ვებ-გვერდის საშუალებით სასურველი რესურსი შეგიძლიათ მოძებნოთ ჟურნალის დასახელების ან მიმართულების მიხედვით.

Bentham Sciences ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნეტ ქსელში ჩართული კომპიუტერებიდან და ლეპტოპებიდან.

გამოიყენეთ Bentham Sciences ელექტრონული  რესურსები  მაღალი ხარისხის წარმატებული კვლევების  ჩასატარებლად.

Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus