admin

About admin

This author has not yet filled in any details.
So far admin has created 120 blog entries.

საინფორმაციო რესურსის შესყიდვის წესები

I. შესყიდვის სახეები

 

ილიაუნის ბიბლიოთეკა კოორდინირებას უწევს საინფორმაციო რესურსის (წიგნები, ჟურნალ-გაზეთები, ელექტრონული ბაზები და სხვა) შესყიდვას სასწავლო და კვლევითი-სამეცნიერო მიზნებისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მომართვის საფუძველზე.

შესყიდვა ხორციელდება სხვადასხვა ფორმისა და ფორმატის ფარგლებში: ინდივიდუალური, ჯგუფური, ფაკულტეტის მიერ – სამეცნიერო გრანტი (უცხოური დონორი ორგანიზაცია), სამეცნიერო გრანტი (ქართული დონორი ორგანიზაცია),  ექსკლუზიური ხელშეკრულება, სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისი ხელშეკრულება […]

ლიტოთახი ლიგამუსში

ძვირფასო მკითხველებო,
გაცნობებთ, რომ ჩვენს ბიბლიოთეკას დაემატა ახალი დარბაზი – ,,ლიტოთახი ლიგამუსში”, სადაც მკითხველს საშუალება აქვს, მშვიდ და კომფორტულ
გარემოში გაეცნოს ხელოვნების, კლასიკური და თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის მიმართულების წიგნებს.
გვესტუმრეთ “ლიგამუსის” პირველ სართულზე, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10:00-დან 21:00 საათამდე.

ევროპის კულტურის კვირეული

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ და ლიგამუსმა მონაწილეობა მიიღო 2014 წლის 26, 27 და 28 სექტემბერს ევროპის კულტურის კვირეულის ფარგლებში ვაკის პარკში გამართულ ევროპული ლიტერატურის გამოფენაში.

„ევროკავშირის კულტურის კვირეული – 2014“ ჩატარდა ევროპული კულტურის წარმოჩენის მიზნით საქართველოს სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ფოთში, 2014 წლის 25 სექტემბრიდან
5 ოქტომბრამდე.

„ევროკავშირის კულტურის კვირეული“ კულტურის ფესტივალია, რომლის მიზანია ევროპული ღირებულებების წარმოჩენა ხელოვნების სხვადასხვა […]

Elsevier-ის რეგიონული წარმომადგენლები ილიაუნის ბიბლიოთეკაში

2014 წლის გაზაფხულიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო რესურსის მომწოდებლის Elsevier – ის ელექტრონული რესურსები: ScienceDirect და Scopus. ამასთან დაკავშირებით Elsevier-ის რეგიონულმა წარმომადგენლებმა 16 ოქტომბერს სამუშაო შეხვედრა გამართეს ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორებთან და სტუდენტებთან 2014 წლის 16 ოქტომბერს წიგნის სახლში “ლიგამუსი“.
Elsevier-ის რეგიონულმა წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარება სამეცნიერო ბაზები მკვლევარებს, პროფესორებსა […]

Bentham Sciences სამეცნიერო ჟურნალები

2014 წლის 20 ოქტომბრიდან  2015 წლის 15 იანვრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი იქნებასაერთაშორისო  საგამომცემლო კომპანიის Bentham Sciences სამეცნიერო ჟურნალები.

Bentham Sciencesაერთიანებს მაღალ იმპაქტფაქტორიან ჟურნალებს შემდეგი დარგებიდან: მედიცინა, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები, ფსიქიატრია, ფარმაცია, ნანოტექნოლოგიები, საინჟინრო მეცნიერებები, ბიოქიმია, იმუნოლოგია, ბიოტექნოლოგია, ბიომედიცინა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მკითხველთათვის ხელმისაწვდომია ბოლო ორ წელში (2013-2014)  გამოცემული სტატიების სრული ვერსიები.

სტატიების სანახავად მიყევით ბმულს, ვებ-გვერდის საშუალებით სასურველი რესურსი […]

Elsevier-ის რეგიონული წარმომადგენლები ილიაუნის ბიბლიოთეკაში

2014 წლის გაზაფხულიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო რესურსის მომწოდებლის Elsevier – ის ელექტრონული რესურსები: ScienceDirect და Scopus. ამასთან დაკავშირებით Elsevier-ის რეგიონულმა წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორებთან და სტუდენტებთან 2014 წლის 16 ოქტომბერს წიგნის სახლში “ლიგამუსი“.

Elsevier-ის რეგიონულმა წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარება სამეცნიერო ბაზები მკვლევარებს, პროფესორებსა და სტუდენტებს […]

ევროპის კულტურის კვირეული

2014 წლის 26, 27 და 28 სექტემბერს  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და წიგნის სახლი – „ლიგამუსი“  მონაწილეობას იღებდა  ევროპის კულტურის კვირეულის ფარგლებში გამართულ ლიტერატურის გამოფენაში.
„ევროკავშირის კულტურის კვირეული – 2014“ ჩატარდა ევროპული კულტურის წარმოჩენის მიზნით საქართველოს სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ფოთში, 2014 წლის 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე.
ღონისძიების მიზანია ევროპული ღირებულებების წარმოჩენა ხელოვნების სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და
მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებების […]

სიახლე ილია ჭავჭავაძის დარბაზში

ბიბლიოთეკის ძვირფასო მკითხველებო,

გაცნობებთ, რომ სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით დროებით დაიკეტა ბიბლიოთეკის ილია ჭავჭავაძის დარბაზი (მის: ქ. ჩოლოყაშვილის 3-5, F104).

აღნიშნული დარბაზიდან გატანილი წიგნების დაბრუნება შეგიძლიათ ივ. ბერიტაშვილის დარბაზში (მის: გიორგი წერეთლის ქ.#3, S 903 (ყოფილიაღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის შენობა).

ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

ProQuest Research Library

ელექტრონული ბაზების ძვირფასო მომხმარებლებო,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გაძლევთ საშუალებას ისარგებლოთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მულტიდისციპლინარული ელექტრონული ბიბლიოთეკით – ProQuest Research Library.

ახალი ბაზები

ელექტრონული ბაზების ძვირფასო მომხმარებლებო,

ილიას სახელმწოფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გაცნობებთ, რომ შეგიძლიათ ისარგებლოთ Elsevier-ის ორი მნიშვნელოვანი პროდუქტით:

ScienceDirect – არის მსოფლიოში ავტორიტეტული სამეცნიერო ელექტრონული ბაზა,  რომელიც  მოიცავს  2000 დასახელების ჟურნალს,  ჯამში ორ მილიონზე  მეტი  სტატიის სრულ ტექსტს. ScienceDirect  ძირითადად ორიენტირებულია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე, შედარებით მცირე რაოდენებით არის წარმოდგენილი სოციალური და ჰუმანიტარული მიმართულებები. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის […]

Show Buttons
Hide Buttons