2011 წლის 15 სექტემბრიდან 15 დეკემბრამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონული ბიბლიოთეკის Alexander Street Press საცდელი ვერსია.

Alexander Street Press აერთიანებს ტრადიციული გამომცემლობის, ბიბლიოთეკისა და პროგრამული უზრუნველყოფის საუკეთესო მახასიათებლებს ელექტრონული კოლექციის ხარისხის უზრუნველსაყოფად ჰუმანიტარული მეცნიერებების, სოციოლოგიის, საშემსრულებლო ხელოვნებისა და მუსიკის სფეროებში.

მრავალწლიანი განახლებისა და განვითარების შედეგად დღეს ელექტრონული ბიბლიოთეკა 60-ზე მეტი დასახელების კოლექციას მოიცავს, რაც მილიონობით ტექსტური მასალების გვერდებს, აუდიო-ვიდეო ფაილებს, სურათებსა და კრებულებს აერთიანებს თორმეტი ფართო დისციპლინის ქუდის ქვეშ.

კოლექცია შეესაბამება აკადემიური პერსონალის, ბიბლიოთეკარების, სტუდენტების და ასევე ფართო საზოგადოების კვლევით და სასწავლო ინტერესებს სთავაზობს რა მომხმარებლებს მარტივ საძიებო სისტემას დისციპლინების, ანბანის ან ვიდეო კოლექციის მიხედვით.

Alexander Street Press ინკორპორირებული აქვს სისტემები, რომლებიც საშუალებას იძლევა მიიღო შეტყობინებები და წერილები სიახლეებზე .

მომხმარებლების მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირების მიზნით Alexander Street Press საშუალებას იძლევა ინფორმაციის გაზიარებასა და მოძიებას, ისევე როგორც კომუნიკაციას ელექტრონული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციასთან სოციალური ქსელების, ბლოგებისა და ვიდეო პორტალების საშუალებით.

Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus