ძვირფასო მკითხველებო,

გაცნობებთ, რომ 2015 წლის 16 მარტიდან, ჩვენს ბიბლიოთეკას ახალი სამკითხველო დარბაზი შეემატება.

ილიას დარბაზი ერთდროულად 80-მდე მკითხველს მოემსახურება. ეს მრავალფუნქციური სივრცე საშუალებას მოგცემ ისარგებლო:

  • ბიბლიოთეკარის მომსახურებით;
  • სოციალური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო, ინჟინერიის, მედიცინის, მენეჯმენტის, ტექნოლოგიების,ისტორიის, არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებების 10 000-მდე ერთეული წიგნადიფონდითა და რიდერით;
  • მულტიმედია რესურსებით;
  • უსადენო ინტერნეტით;
  • ინდივიდუალური და ჯგუფთან მუშაობის შესაძლებლობით;
  • წინასწარი დაჯავშნის შემთხვევაში შეხვედრების ოთახით და სხვა.

აქვე მოგახსენებთ, რომ ილიას დარბაზში, პროკრედიტ ბანკის მხარდაჭერით, მოეწყო მულტიმედია კუთხე, რომელიც აპრილის დასაწყისში სრული დატვირთვით ამუშავდება.

გთხოვთ, გვეწვიოთ.

დრო: 16 მარტი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, E კორპუსი (მეორე სართული)

 

Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus